USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
მამა სერაფიმე - სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა
Date:  1005

სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა, - ამის შესახებ იმ ეკლესიის მოძღვარი, მამა სერაფიმე აცხადებს, რომლის სტიქაროსანსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამა სერაფიმეს ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსი სტიქაროსნის ბაბუას დაუდგინდა, რის შემდეგაც სტიქაროსანს მიეცა მითითება, რომ ტაძარში მსახურებაზე აღარ მისულიყო.

„მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი მირჩევნია, რომ ცოტა ხანი დათხოვილი ყოფილიყო მსახურებიდან და ტაძარში არ მოსულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითონ გადის მკურნალობას, გუშინ გავიგე. მას კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მე ექიმებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იგი მკურნალობის ქვეშ არის. მე თვითონ პირადად დავინტერესდი, რადგან ეს არ არის სათამაშო თემა. სტიქაროსნის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მრევლს დღეს გავაცანით იმიტომ, რომ მე თვითონ გვიან გავიგე ეს დაზუსტებით. დღეს ჩვენი მეგობარი სასულიერო პირი ატარებდა დღესასწაულზე წირვას. შეიძლება მე დღეს იქაც არ უნდა ვყოფილიყავი, რადგან გუშინ სრული ინფორმაცია მივიღე ამ ბავშვთან დაკავშირებით, პირბადით, უსაფრთხოების ზომების დაცვით, დისტანციის დაცვით ჩვენს მრევლს მსახურების შემდეგ გამოვუცხადეთ, რომ ასეთი რაღაც დადასტურდა,“ - განაცხადა მამა სერაფიმემ

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way