USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
მამა გაბრიელის ცხოვრების უკანასკნელი დღეები
дата:  1091
დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. იგი 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა და ურთულესი ცხოვრების გზა განვლო.
მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.
ლოცვა, რომელიც ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოითქმება:
"ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."
 
mama-gabrieli_w_h
გარდაცვალება

1995 წლის 2 ნოემბერი, ოთხშაბათი. დილიდანვე მამა გაბრიელის სენაკში შეიკრიბნენ ახლობლები, ოჯახის წევრები, სამთავროს დედათა მონასტრის დედები და დები. მამა საბამ (კუჭავა), მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე აზიარებდა მამა გაბრიელს, რამდენიმე პარაკლისი გადაუხადა.

ამ დღეს შემდეგნაირად იგონებს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი და სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე):

„საპატრიარქოში ვიყავით, როცა გავიგეთ მამა გაბრიელის ამბავი. კათოლიკოს-პატრიარქმა მაშინვე აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, დღეს უკვე მიტროპოლიტი დანიელი, წაეკითხა მისთვის ლოცვები. იმწამსვე გავემგზავრეთ სამთავროში. გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და მხოლოდ ხუთი წუთი შევფერხდით, ძალიან შევწუხდით, მეუფეს ვკითხე: ნუთუ ცოცხალს ვერ მივუსწრებთ-მეთქი. მან ასეთი პასუხი გამცა: ბერი იმხელა ღვთისმსახური იყო, ღმერთი ისე არ გაიყვანს თუ მღვდელმთავარი არ მივაო. მართლაც ცოცხალს მივუსწარით. მეუფემ ლოცვების კითხვა დაამთავრა თუ არა, მამა გაბრიელმა მაშინვე განუტევა სული“.

მეუფე დანიელმა და მისმა მკურნალმა ექიმმა - ზურაბ ვარაზაშვილმა - შემოსეს იგი იმ ქვეყნისათვის და მისი ცხედარი კოშკიდან გადაასვენეს სამთავროს ფერისცვალების ტაძარში.

e1d12a0f-7011-4218-91a3-9edc4f72065e

2014 წლის 22 თებერვალი, თბილისი. მამა გაბრიელის გადასვენება სამების ტაძარში

მონაზვნებმა ერთხმად აღიარეს: თუ გადაიტანდნენ მამა გაბრიელის გარდაცვალებას ვერ წარმოედგინათ, იმდენად უყვარდათ, მაგრამ სწორედ იმ დღეს მოხდა სასწაული, ისეთი საზეიმო განწყობა დაეუფლათ, გასაოცარი. ყველამ იგრძნო მამა გაბრიელის მეოხება.

მეორე დღეს მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც გადაუხადა პანაშვიდი.

დადგა მისი დაკრძალვის დღე. ანდერძისაებრ, იგი ჭილოფში გაახვიეს, საფლავში სათუთად ჩაასვენეს, მაგრამ მიწის მიყრა ვერავინ შეძლო. ბოლოს ასეთი რამ მოისაზრეს; გაცრილი მიწა სააფლავის კიდეებს ნელ-ნელა მიაყარეს და როცა მიწა მის ცხედარს ასცილდა, თვითონვე დაიწყო გადაფარება ნაზად და სათუთად, ისეთივე სიყვარულით ჩაიკრა გულში იმავ მიწის ერთგული შვილი, რა სიყვარულითაც უყვარდა მამა გაბრიელს თავის სამშობლოს მიწა-წყალი.

გავიდა ამ სოფლიდან ქრიტესა და მოყვასის უბადლო სიყვარულით აღვსილი სალოსი, მამხილებელი ხშირად და არასდროს განმკითხავი, მრავალნატანჯი და გულნატკენი ღვთისმსახური.

ღმერთმა მას დიდი ერთგულებისა და უკიდეგანო რწმენისათვის გარდაცვალების შემდეგაც დაუტოვა კურნების ძალა.

წიგნიდან: „ბერის დიადემა“  

უკვე 8 წელი გავიდა [*], რაც მამა გაბრიელის სისხლი უხრწნელია. მამა გაბრიელს ვენიდან სისხლი საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დაცვის უზრუნველოყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ექიმმა ზურაბ ვარაზაშვილმა აუღო. სინჯარა, რომელშიც სისხლი მოათავსეს, განსაკუთრებული სტერილობის ან დაბალი ტემპერატურის პირობებში არ ინახებოდა. რვა წლის განმავლობაში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე სისხლი არც შედედდა, არც გაიხრწნა, არც ჰემოლიზი განიცადა. სისხლის ანალიზი, რომელიც გაკეთდა სხვადასხვა ლაბორატორიაში, ადასტურებს ზემოთ აღნიშნულს.

69402_509718292418517_1395492171_n

ფოტოზე: სინჯარა, რომელშიც მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი ინახება

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати