USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
მალხაზ სონღულაშვილი: "შობის მილოცვისას ვიღაცეების უგულებელყოფა და დაჩაგვრა ღალატია თვითონ შობის პრინციპისა"
Date:  1023

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი, წერილს ავრცელებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საშობაო მილოცვაზე.

სასულიერო პირი დასძენს, რომ 25 დეკემბერს შობას არამხოლოდ კათოლიკური სამყარო, არამედ პროტესტანტები და მართლმადიდებლების დიდი ნაწილი ზეიმობს. გთავაზობთ მიტროპოლიტის წერილს უცვლელად.

“როდესაც ამოვიკითხე, რომ საქრთველოს პრეზიდენტი რომის კათოლიკეებს მიულოცა შობა საქართველოში და მთელ სამყაროში, ვიფიქრე, ნეტა დანარჩენმა ქრისტიანებმა (მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა და მთელი პროტესტანტული სამყარო), რა ფაფაში ჩაუყვეს-მეთქი ამ ქალს ფეხი.

ჯანდაბას ჩვენი თავი (ქართველი პროტესტანტებისა), მაგრამ ნეტა სხვებს რას ემდურის-მეთქი ეს ქალი.

ვიფიქრე: იქნება ანგელა მერკელზეა-მეთქი საქართველოს პრეზიდენტი ნაწყენი, იქნება ამერიკელ პარტინორებზე აქვს-მეთქი გული აჩხრეკილი, ან ჯონონის თმის ვარცხნილობა არ მოსწონს-მეთი, ან ტრუდოს ფრანგულს უწუნებს, ან საბერძნეთის პრემიერი არ ეპიტნავება და იმიტომ არ ულოცავს-მეთქი.

მერე, სულო ცოდვილო, ისიც ვიფიქრე, მრჩევლები არ ჰყავს და რა ქნას-მეთქი საწყალმა. ვიფიქრე, იქნება რელიგიის კვლევების რომელიმე მაგისტრანტსა ვთხოვოთ ილიაუნიში, რომ პრეზიდენტს რელიგიის შესახებ მოხალისეობის პრინცით რჩევები მიაწოდოს-მეთქი.

ასე გადავწყიტე წერილი მიმეწერა და ამეხსნა, რომ თუ შობას ულოცავს ვიმეს, ყველას უნდა მიულოცოს, ვინც 25 დეკემბერში ზეიმობს და 7 იანვარს არ გალობს „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემასაო.“ ისიც მინდოდა მიმეწერა, მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა 25-ში აღნიშნავს-მეთქი შობას. ვინც არ აღნიშნავს, თავს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იკავებს და მალე ისინიც 25-ში იზეიმებენ მეთქი. იმის შეხსენებაც მინდოდა, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ნანატრი ავტოკეფალია მოიპოვა, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ 25-ში ეზეიმათ-მეთქი შობა.

მაგრამ გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვე მივწერე. მანაც მიიღო ჩემი შენიშვნა. როგორც ღირსეულმა ადამიანმა მოიბოდშა და იმის მერე ყველსა ულოცავდა შობას ვინც 25-ში აღნიშნავდა და ვინც 7-ში. პრეზიდენი ხომ წესით ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს!

არა ამჟამინდელი პრეზიდენტის, არამედ სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ შობის მილოცვისას ვიღაცეების უგულებელყოფა და დაჩაგვრა ღალატია თვითონ შობის პრინციპისა, რომლის მიხედვითაც სუსტი და მოწყვლადი ყრმა უფრო მნიშველოვანია, ვიდრე ჰეროდე დიდი და ძლიერნი ამა სოფლისანი. შობა გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი თანაწსორია. რა ვუყოთ, რომ საქართველოს პრეზიდენს საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ სცემს პატივს, სამაგიეროდ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს. საბედნიეროდ ამ სოფლის ძლიერებზე არ არის დამოკიდებული, ვის გულში დაიბადება და ვის გულში დაიდებს ბინას განკაცებული მაცხოვარი და ვისაში არა.

ყველას გილოცავთ შობას ვინც 25-ში აღნიშნავთ, ვინც 7-ში აღნიშნავთ (მათ შორის პრეზიდენტსაც), ვინც ვერ აღნიშნავთ და ვინც არ აღნიშნავთ საერთოდ. შობა მარტო ქრისტიანების დღესასწაული არ არის. ის ყველასია, ვისაც მშვიდობისა, სიყვარულისა, თავისუფლებისა და სამართლიანობისა სჯერა”.

ზურაბიშვილის საშობაო მილოცვა

სალომე ზურაბიშვილმა 25 დეკემბერს ფეისბუქზე ასეთი მილოცვა გამოაქვეყნა: “ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!”

მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქრისტეს შობა უკვე ყველას იმ ადამიანს მიულოცა ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს მას.

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way