USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
„მაკშაურმა“ ₾30 მლნ-ის ინვესტირებით საწარმოს გახსნის - რას მოიცავს პროექტი?
თარიღი:  2727

2024 წლისთვის „მაკშაურმა“, ნატახტარში 30 მლნ ლარის ინვესტირებით საწარმოს გახსნას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ ხარებავამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ საწარმოს ამოქმედების შემდეგ კომპანია ქართულ ბრენდის რესტორნების ქსელის საკუთარი ნედლეულით მომარაგებას შეძლებს.

„ახალი საწარმო 2024 წელს ნატახტარში, ჩვენი მეურნეობის მიმდებარედ გაიხსნება. მოგეხსენებათ, „მაკშაურმას“ პროდუქტს ჩვენივე ნედლეულით ვაწარმოებთ, რომელიც ჩვენს მეურნეობაში მოგვყავს. დღეისთვის მოქმედი საწარმო მხოლოდ 4 რესტორნის მომარაგებას უზრუნველყოფს, თუმცა საწარმოს ახალი პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენი რესტორნების მომარაგებას სრულად ჩვენი ნედლეულით შევძლებთ. ახალი საწარმო 4 ჰა-ზე განთავსდება და ის როგორც ხორცის გადამმუშავებელ, ასევე პურ-ფუნთუშეულის წარმოებებს აერთიანებს. ის სრულიად ახალი დანადგარებით იქნება აღჭურვილი და მაცივრებსაც მოიცავს. გვინდა ყველაფერი ჩვენი გვქონდეს. მომავალში საქართველოს მასშტაბით 21 ფილიალის გახსნა გვსურს, რაც საწარმოს გარეშე ვერ მოხერხდება“, - განაცხადა რამაზ ხარებავამ.

ახალ პროექტზე „მაკშაურმა“ საკონსულტაციო კომპანია VIANOVA-ს დამფუძნებელ კლაუს შლოფერთან ერთად მუშაობს, რომელიც სწორედ ამ პროექტისთვის მოიწვიეს. კომპანიის ახალ კონსულტანტს ამ და სხვა სფეროებში ბრენდის განვითარების დაგეგმის პროცესში კონსულტირების 40-წლიანი გამოცდილება აქვს. „საქმიან დილაში“ სტუმრობისას კლაუს შლოფერი აღნიშნავს, რომ „მაკშაურმა“ მართლაც სწრაფად იზრდება, რაც გარკვეულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული, რომელთა არდაშვება გამართული მიწოდების ჯაჭვის შემთხვევაშია შესაძლებელი.

„საქართველო დაკავშირებულია სტუმარმასპინძლობასთან და აქ კომპანიას ზრდის ძალიან დიდი პოტენციალია. კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ადგილობრივი საწარმოო ჯაჭვის გაძლიერება და გაზრდაა. საწარმოს ვგულისხმობ. აქ სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან დიდი შესაძლებლობებია და ჩვენ ამას სამომავლო გეგმების ნაწილად ვაქცევთ.

ჩემი ჩართულობა კომპანიის საქმიანობაში სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება. იქნება ეს უძრავი ქონება - რესტორნების განვითარება, თუ მათი მოდიფიცირება, რაც მომხმარებელს იზიდავს. მნიშვნელოვანია ისიც, როგორ დავუჭიროთ მხარი ამ პროდუქტის გამრავალფეროვნებას“, - განაცხადა კლაუს შლოფერმა.

აღსანიშნია, რომ „მაკშაურმა“ 2023 წელს ქვეყნის ოთხ რეგიონში ოთხი ფილიალის გახსნას გეგმავს, რისთვისაც 20 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს. ახალ ფილიალებთან ერთად კომპანია მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტის შეთავაზებაზე მუშაობს, რომელზეც ჯერ არ საუბრობს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის