საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა საფრანგეთისგან დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე დაგმო რუსეთის თავდასხმების გააქტიურება უკრაინაზე, კერძოდ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე რუსეთის შეტევა ხარკოვის ოლქის სასაზღვრო ზონაში.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა საჭირო მხარდაჭერას გაუწევს უკრაინას.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.