USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Тбилиси
მაკრონის ადმინისტრაცია - პრეზიდენტმა ივანიშვილთან საუბრისას საზოგადოებისა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო
дата:  460

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო. მან ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა“.

ამასთან, განცხადების თანახმად, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია.

„მან კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და დაადასტურა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აუცილებლად იქნება დამოკიდებული იმ მიმართულებებზე, რომლებიც აქამდე იქნა მიღებული ან მიღებული იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარში ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

„მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

общество
შსს-მ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

შსს-მ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

როგორც  შსს-ში განაცხადეს, სამართალწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 123-ე და 125-ე მუხლებით დაიწყო.

ცნობისთვის, ცოდნე დადიანის ქუჩაზე მეათე სკოლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

სკოლის მოსწავლეები და მშობლები მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფას და ახალი სკოლის მშენებლობას ითხოვდნენ და ქუჩა გადაკეტეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იდგნენ, მანქანა შევიდა და "დრიფტი" მოაწყო.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати