საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი „მიიღებს ფრანსუა ბაირუს გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“.
ბაირუმ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
განცხადების თანახმად, მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს. ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში სხვა დეტალები არ არის მითითებული.
პრეზიდენტი მაკრონი ხვალ პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს შეხვდება, რათა მისი მთავრობის გადადგომა მიიღოს.