USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
თარიღი:  821

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმიდა ცეცხლი გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლი (ბერძნულ ტრადიციაში წმინდა სინათლე (ბერძ. Ἃγιον Φῶς)) — ცეცხლი, რომელიც ყოველწლიურად იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძრის კუვუკლიიდან, დიდ შაბათს, მართლმადიდებლური აღდგომის წინადღეს გამოაქვთ. კუვუკლიიდან ცეცხლის გამოტანა სიმბოლურად გამოსახავს საფლავიდან გადმოსულ „ნათელ ჭეშმარიტს“, ესე იგი იესო ქრისტეს აღდგომას.

წმინდა მიწის ადგილების სტატუს-კვოს შესაბამისად ცერემონიას ასრულებენ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის იერუსალიმის პატრიარქის, კოპტური და სირიული ეკლესიების მღვდელთმსახურნი. წირვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, ბელარუსში, რუმინეთში, ბულგარეთში, ეგვიპტეში, კვიპროსში, ლიბანში, გარდა ამისა, წმინდა ცეცხლი სპეციალური ავიარეისებით ყოველწლიურად ჩამოაქვთ საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, პოლონეთში, სერბეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, კვიპროსში, ყაზახეთში, სირიაში, ლიბანში, იორდანიაში და თაყვანს სცემენ სახელმწიფო და საეკლესიო მეთაურები.

ერთ-ერთი უძველესი ცნობა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ გვხვდება გრიგოლ ნოსელთან, ევსები კესარიელთან, სილვია აკვიტანელთან და თარიღდება IV საუკუნით (ამასთან, მითითებული ავტორები მიუთითებენ უფრო ადრეულ შემთხვევებსაც). ეკლესიის წმინდა მამების მოწმობით, პეტრე მოციქულმა საფლავთან მისვლისას გონიერი და სხეულებრივი თვალით ხელთუქმნელი ღვთაებრივი სინათლე იხილა, რომელმაც გაანათა მაცხოვრის საფლავი. ევსები კესარიელი „საეკლესიო ისტორიაში“ წერს იმის შესახებ, რომ დიდი სააღდგომო ღამისთევისას დიაკვნებს დააკლდათ ზეთი, რის გამოც მთელი ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ხოლო იერუსალიმის პატრიარქმა ნარცის I-მა (185–213) უბრძანა მათ, რომლებსაც მზადყოფნაში მოყავდათ განათება, ჩამოესხათ წყალი და მოეტანათ. შემდეგ სილოამის ემბაზიდან კანდელებში წყლის ჩასხმის კურთხევა გასცა. ამ წყალმა მიიღო ზეთის თვისება, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებენ.

აღდგომის წინადღეს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შესახებ დაწვრილებითი ცნობები დაცულია რუსული ეკლესიისგან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის აქტიური მოღვაწის, დეკანოზ პეტრე კონჭოშვილის, 1899 წლის ჩანაწერებში „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ“.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის