USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
მახათას აღმართი და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩა ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება
Date:  

თბილისის მერიამ დედაქალაქში კიდევ ერთი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა - ისნის რაიონში, მახათას აღმართსა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩას ერთმანეთთან ახალი გზა დააკავშირებს.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ, რომელიც მახათას მთასა და „ჰუალინგის“ დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში, გრუნტის გზა არსებობდა და მხოლოდ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. დღეს კი ახალი საგზაო მონაკვეთით, რომელმაც გადაადგილების დრო შეამცირა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გარე განათების ქსელი LED სანათებით და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, 1 500 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა მოეწყო, გამწვანების სამუშაოების ფარგლებში კი დაირგო 869 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.

ვაზისუბანში მდებარე ახალი საავტომობილო გზა „ჰუალინგის“ დასახლებიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს და ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.

 

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way