USD 2.6740
EUR 3.1505
RUB 3.4942
Тбилиси
მაკა ბოჭორიშვილი - ვსვამთ კითხვას: რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე ზეწოლა და რა კავშირი აქვს რუსეთთან ბრძოლასთან
дата:  32

ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ ასეთი მეთოდებით საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორდისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ისთვის სანქციების დაწესების გამო იყო დაბარებული.

მისივე თქმით, როდესაც ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა ხდება, ეს კითხვებს აჩენს და არ ეშინიათ ამ კითხვების დასმა.

„ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს თუ რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები რუსეთთან. ასეთი მასალები არსებობს, რომელიც წარმოდგენილია არამხოლოდ ქართულ, საერთაშორისო მედიაში და კვლევებს ეფუძნება. რა თქმა უნდა, ამ ფონზე როდესაც ხდება ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა, კითხვებს აჩენს. არ გვეშინია ამ კითხვების დასმა.

ჩვენ ვსვამთ კითხვას: რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ზეწოლა და რა კავშირი აქვს მას საერთოდ რუსეთთან ბრძოლასთან, როგორც ისინი გვეუბნებიან რომ ებრძვიან რუსეთს. ვერაფრით ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ ასეთი მეთოდებით საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე. ამაზე ვერ დავეთანხმები“,- აღნიშნავს მინისტრი.

კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს, თუ „ყალბი ამბები მიაწოდა“, მინისტრმა განმარტა: „მეც ეს მაინტერესებს, ზუსტად იგივე კითხვა დავსვი ელჩთან, რა მიზნები აქვს მცდარი ინფორმაციების მიწოდებას დედაქალაქისადმი, რომელიც საფუძვლად ედება ასეთ გადაწყვეტილებას. ზუსტად იგივე კითხვა დავუსვი ელჩს“.

„ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი არასამართლიანი დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში. ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის ინტერესებში მოქმედებს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი გაცხადებულია, ის უკავშირდება პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“,- აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, ბრიტანეთის მხარესთან მუშაობა გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას ბრიტანეთის მხარესთან, სხვადასხვა ფორმით გვექნება კომუნიკაცია. ჩვენც გვაქვს საელჩო დიდ ბრიტანეთში და რა თქმა უნდა, საელჩოს არის აქ და კომუნიკაცია გვაქვს. რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამაზე მიჭირს საუბარი, ვნახოთ, დაველოდოთ, თუ იქნება რაიმე კონკრეტული წარმოდგენილი ბრიტანული მხრიდან“,-აღნიშნავს მინისტრი.

общество
ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები სამხედრო მოსამსახურეები არიან

ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისა მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შემთხვევის ამსახველ ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати