USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
მაჯის საათები თავდაპირველად მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი
Date:  1876

პირველი ხელსაწყო, რომლითაც ადამიანმა დრო გაზომა, იყო გნომონი (ჩვ. წ-მდე III ათასწლეული) — ჰორიზონტალურ სადგამზე ვერტიკალურად ჩარჭობილი ჯოხი. ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება მიუთითებდა მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მერიდიანის მიმართ, ამიტომ მის მიხედვით ადვილად განსაზღვრავდნენ დროს. შუადღეს შეესაბამებოდა ჩრდილის უმოკლესი სიგრძე, მაგრამ მზის საათის ლოგიკური ნაკლი ის იყო, რომ ავდარსა და დახურულ სივრცეში სრულიად გამოუსედეგარი გახლდათ.

ოთხი ათასი წლის წინ წყლის საათი ანუ კლეპსიდრი გამოიგონეს. პირველი მაღვიძარაც სწორედ წყლის საათს უკავშირდება და მის გამომგონებლად პლატონი ითვლება.

შემდეგ ქვიშის საათი შექმნეს. შუა საუკუნეებში რაინდები შერკინებისას დროის გასაზომად ქვიშის საათს იყენებდნენ, რომელიც ასევე ნივთიერების თანაბარი მოძრაობის ათვლას ემყარებოდა. ბრძოლა მთავრდებოდა მაშინ, როცა ქვიშა საათის ერთი ნაწილიდან მეორეში ჩაიცლებოდა. ასევე, ქვიშის საათს იყენებდნენ ექიმები და მეზღვაურები.

მექანიკური საათები მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. საათის კონსტრუქციამ და სამოძრაო მექანიზმმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მექანიკური საათის გამომგონებელია კრისტიან ჰიუიგენსი, რომელმაც 1657 წელს საათის ისრების ასამოძრავებლად ქანქარა გამოიგონა.

ევროპაში პირველი მექანიკური საათი მონასტრის კოშკურებზე XI საუკუნეში გამოჩნდა, მხოლოდ ერთი ისრით და და მასიური გირებით, რომლებიც ზარს რეკდნენ.

XIX საუკუნის ბოლოს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ საათების მასიურ წარმოებას შეუწყო ხელი.

ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი მაჯის საათები თავიდან მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი. ძვირფასი ქვებით მორთულმა მაჯის საათებმა დროის განმსაზღვრელი აპარატის დანიშნულება თითქმის დაკარგა და სამკაულად გადაიქცა. ისტორია გვამცნობს, რომ არცერთი თავმოყვარე მამაკაცი საათს ხელზე არ იკეთებდა, ჯაჭვზე დაბმული საათი ჟილეტის ჯიბიდან თავმომწონედ წიკწიკებდა, ანუ გაჩნდა ჯიბის საათი- ამ ეპოქაში მამაკაცის ჩაცმულობის განუყოფელი ატრიბუტი.

მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა ისეთი მექანიკური საათები, რომლებშიც ელექტრული მოწყობილობა გამოიყენება.

XX საუკუნიდან ჩნდება ე.წ ატომური და კვარცის საათები, რომელთა სვლის სიზუსტე ფანტასტიკურად დიდია. ამ საათებში ქანქარას როლს შესაბამისად ატომური და კვარცის გენერატორები ასრულებს. ასეთი საათების ყველაზე სრულყოფილ სახეობას ელექტრონული საათი ეწოდება.
 
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way