USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
მაიკროსოფტი პოლონეთში ერთი მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.
თარიღი:  1523

Microsoft-ი 1 მილიარდი აშშ დოლარის ჩადებას აპირებს პოლონეთში ეგრეთ წოდებულ „ქლაუდის პროექტში“(Could Project), რომლის მიზანია ქვეყანაში მონაცემთა ცენტრის განვითარება ბიზნესის და სამთავრობო დაწესებულებებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Microsoft-ი ამ პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობას გეგმავს პროვაიდერ კომპანია Chmura Krajowa-სთან, რის შემდეგაც სერვისების მიწოდება მოხდება როგორც პოლონეთისთვის, ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნებისვის.

„ჩვენი მთავარი მიზანია დავაჩქაროთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პოლონეთის ტექნოლოგიურ ცენტრად ფორმირება. მე ღრმად მწამს, რომ Microsoft-ის ინვესტიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შიდა წარმოებისთვის, საჯარო ინსტიტუციებისა და საგანმანათლებლო სისტემისთვის, რაც მათ ციფრული ტრანსფორმაციისა და ახალი სამუშაო სტანდარტების დანერგვის საშუალებას მისცემს “ – აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მათეუს მორავიეცკი.

Reuters-ის მიხედვით, პოლონეთსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობა შვიდი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ასევე ითვალისწინებს მომსახურე პერსონალის ტრეინინგს. აღნიშული პროექტის ფარგლებში, Microsoft გეგმავს ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე 150 000-მდე პოლონელი მოქალაქის პროფესიულ გადამზადებას, რაც გულისხმობს მათ ონლაინ სასწავლო პროგრამებში, ვორქშოპებსა და ჰაკათონებში ჩართვას.

აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელში ეხმაურება ლევან ბოძაშვილი -  ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი და აცხადებს, რომ  ეს მოვლენა " მიზნად ისახავს პოლონეთის გადაქცევას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიურ ჰაბად. შეიქმნება პოლონური "სილიკონ ველი". ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ იგივე გაკეთდეს საქართველოში, რეგიონი რომელშიც ჩვენ ვართ, ასევე საჭიროებს ჰაბს, როგორც ამაზონის საწყობების სახით, ისე სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტებისათვის. ვერანაირი აბრეშუმის გზა ამის გარეშე ვერ იარსებებს, ვერანაირი ციფრული ბაზარი უამისოდ ვერ შეიქმნება, შესაბამისად ვერ მოხდება ინტეგრაცია ევრო ციფრულ სივრცეში. სამხ. კავკასია + ცენტრალური აზია, ეს არის ჩვენი პოტენციური სამოქმედო არეალი. პოლონეთის შემდეგ ჩვენი ჯერია."

 

 

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის