Microsoft-ი 1 მილიარდი აშშ დოლარის ჩადებას აპირებს პოლონეთში ეგრეთ წოდებულ „ქლაუდის პროექტში“(Could Project), რომლის მიზანია ქვეყანაში მონაცემთა ცენტრის განვითარება ბიზნესის და სამთავრობო დაწესებულებებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, Microsoft-ი ამ პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობას გეგმავს პროვაიდერ კომპანია Chmura Krajowa-სთან, რის შემდეგაც სერვისების მიწოდება მოხდება როგორც პოლონეთისთვის, ასევე ცენტრალური ევროპის ქვეყნებისვის.
„ჩვენი მთავარი მიზანია დავაჩქაროთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პოლონეთის ტექნოლოგიურ ცენტრად ფორმირება. მე ღრმად მწამს, რომ Microsoft-ის ინვესტიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შიდა წარმოებისთვის, საჯარო ინსტიტუციებისა და საგანმანათლებლო სისტემისთვის, რაც მათ ციფრული ტრანსფორმაციისა და ახალი სამუშაო სტანდარტების დანერგვის საშუალებას მისცემს “ – აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მათეუს მორავიეცკი.
Reuters-ის მიხედვით, პოლონეთსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობა შვიდი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ასევე ითვალისწინებს მომსახურე პერსონალის ტრეინინგს. აღნიშული პროექტის ფარგლებში, Microsoft გეგმავს ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე 150 000-მდე პოლონელი მოქალაქის პროფესიულ გადამზადებას, რაც გულისხმობს მათ ონლაინ სასწავლო პროგრამებში, ვორქშოპებსა და ჰაკათონებში ჩართვას.
აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელში ეხმაურება ლევან ბოძაშვილი - ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი და აცხადებს, რომ ეს მოვლენა " მიზნად ისახავს პოლონეთის გადაქცევას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიურ ჰაბად. შეიქმნება პოლონური "სილიკონ ველი". ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ იგივე გაკეთდეს საქართველოში, რეგიონი რომელშიც ჩვენ ვართ, ასევე საჭიროებს ჰაბს, როგორც ამაზონის საწყობების სახით, ისე სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტებისათვის. ვერანაირი აბრეშუმის გზა ამის გარეშე ვერ იარსებებს, ვერანაირი ციფრული ბაზარი უამისოდ ვერ შეიქმნება, შესაბამისად ვერ მოხდება ინტეგრაცია ევრო ციფრულ სივრცეში. სამხ. კავკასია + ცენტრალური აზია, ეს არის ჩვენი პოტენციური სამოქმედო არეალი. პოლონეთის შემდეგ ჩვენი ჯერია."
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/