USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
მაიკ პომპეო - გიორგი გახარიასთან თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ
Date:  409

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

„მე მქონდა პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა მტკიცედაა დამყარებული ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებაზე,“- წერს მაიკ პომპეო.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რომლის დროსაც საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ. რუსეთის ოკუპაციის პირობებში კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ,“- წერს მაიკ პომპეო.

მისი თქმით, სასიამოვნო იყო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაც.

„სასიამოვნო იყო დღეს თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. აშშ-ის საქართველოსთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რუსული ოკუპაციის პირობებში, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ურყევია“, - წერს სახელმწიფო მდივანი.

მაიკ პომპეო ასევე აღნიშნავს, რომ დიდი სიამოვნებით შეხვდა საქართველოს პატრიარქს.

„დიდი სიამოვნებით შეხვდი მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია მეორეს. აღუწერელია საქართველოს, როგორც საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ალიანსის წევრის, როლი რელიგიური თავისუფლების პოპულარიზაციასა და დაცვაში,“- აცხადებს მაიკ პომპეო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია.

„საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი საუბარი მქონდა სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ პროგრესზე. საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში პროგრესს მიაღწია,“- წერს მაიკ პომპეო.

სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატების კერძო ინვესტიცია დამოკიდებულია სტაბილურ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. „ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი - ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება,“- წერს პომპეო.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way