USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
მაიკ პენსი - ჩვენ რომ ჩინეთის რეალური შედეგები გვცდონოდა, უკეთესად მოვემზადებოდით
дата:  951

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ინფორმაციით, აშშ კორონავირუსის პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდებოდა, რეალური ინფორმაცია რომ ჰქონოდა ჩინეთიდან. მისივე თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრებიც შეცდნენ, როცა აცხადებდნენ, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხე მაღალი არ იყო.

„რეალობა ის არის, რომ ჩვენ უკეთესად მოვემზადებოდით, რომ გვცოდნოდა რეალური შედეგები ჩინეთში. აშკარაა, რომ როცა მსოფლიომ ამ ვირუსის შესახებ დეკემბერში გაიგო, ჩინეთი მას უკვე ერთი თვით ადრე ებრძოდა“,-აღნიშნა პენსმა.

მისივე თქმით, აშშ-ში არსებული ვითარების შედარება ყველაზე მეტად იტალიასთან შეიძლება.

„ჩვენ ვფიქრობთ, აშშ-ში არსებული ვითარების შედარება იტალიასთან შეიძლება“,-აღნიშნა პომპეომ.

ცნობისთვის, აშშ-ში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კერძოდ, ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 215344-ს მიაღწია, ხოლო დაიღუპა 5112 ადამიანი.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати