USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
მაია ცქიტიშვილი „ვაშინგტონ თაიმსთან” ინტერვიუში: ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და შევძელით, ვირუსთან გასამკლავებლად რეალურად ვყოფილიყავით მზად
Date:  454

ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და შევძელით, რომ ვირუსთან გასამკლავებლად რეალურად ვყოფილიყავით მზად, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „ვაშინგტონ თაიმსთან” ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკული გამოცემის სტატიაში სათაურით – „კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატების ისტორია: საქართველო”, მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რატომ მიაღწია საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, როგორც ჩანს, მედიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, რომ „კოვიდ-19″-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არის წარმატებული ისტორიებიც და მათგან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საქართველოს მაგალითია.

ავტორი წერს, რომ რუსეთისა და თურქეთის მეზობელ საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3,75 მილიონი ადამიანია, კორონავირუსით მხოლოდ ხუთი გარდაცვლილია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა გაკეთდა საქართველოში მსოფლიოს სხვა მრავალი ადგილისგან განსხვავებულად, მაია ცქიტიშვილი პასუხობს, რომ განსხვავება რამდენიმეა.

„აღნიშნულ გამოწვევას ვუპასუხეთ იმით, რომ ის თავიდანვე სერიოზულად აღვიქვით. ერთი მხრივ, ჩვენ ძალიან ადრე მივიღეთ გადაწყვეტილებები, მეორე მხრივ, ყურადღებით ვუსმენდით ჩვენი ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს”, – აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

მისი თქმით, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს, მთავრობა იჩენდა საკმაო ყურადღებას და თანმიმდევრულად და მკაფიოდ მოქმედებდა კორონავირუსის გავრცელების ადგილებში. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთად მოქმედებდა.

„ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და ამ ურთიერთთანხმობით შევძელით, რომ ვირუსთან გასამკლავებლად რეალურად მზად ვყოფილიყავით”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა გამოცემასთან საუბარში.

სტატიის ავტორი წერს, რომ შესაძლოა, ქართველი ხალხი მოულოდნელ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მთავრობის მოსმენისთვის უკეთესად არის მომზადებული, ვიდრე სხვა მრავალი ქვეყნის მოსახლეობა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქართველების ბოლო ორმა თაობამ გამოიარა მრავალი კონფლიქტი და სირთულე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ძალების მხრიდან. ავტორის თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო იყო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო და პირველი ლიდერის არჩევიდან მალევე გაჩაღდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგები აისახა ქვეყნის მოსახლეობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთდღიანი ომი იყო.

„საქართველომ რთული დრო გამოიარა, ამიტომ სირთულეების დროს ცხოვრების გაგრძელებისა და ადაპტირების საჭიროებამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

წყარო: thewashintontimes.com

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way