USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
მაია ცქიტიშვილი - მთავრობა დაადგენს იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც სამსახური დაკარგა და დაეხმარება ბიზნესს
дата:  790

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილის განცხადა, რომ მთავრობა მუშაობს იმაზე, თუ რა სახის ინსტრუმენტები შესთავაზოს ქართულბიზნესს კრიზისის დაძლევის შემდეგ, რათა ბიზნესმა საქმიანობის გაგრძელება და კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება შეძლოს.

 როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია საგარანტიო მექანიზმების შექმნა.

 “ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ნელ-ნელა დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ჩვენ ქართულ ბიზნესს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება კონკურენტუნარიანი პირობებისა და კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება და ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის სხვადასხვა სექტორთან, სხვადასხვა დარგებთან, რათა კონკრეტულად მათზე ორიენტირებული, მიზნობრივი და ძალიან აქცენტირებული მექანიზმები შევთავაზოთ. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ეს არის ის პროდუქტი, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთნ და ეროვნულ ბანკთან, რათა იყოს შემუშავებული ისეთი კონკრეტული პაკეტები, რომელიც სხვადასხვა სექტორების გამოწვევებს პასუხობს.

 საგარანტიო მექანზი მთლიანობაში არის ორიენტირებული ასევე ორი მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გადაზღვევისთვის და შესაბამისად, სხვადასხვა ინსტუმენტით სხვადასხვა დარგისთვის, სხვადასხვა სექტორისთვის იქნება შემუშავებული სხვადასხვა კონრეტული პროგრამები, რომელი ბიზნესს მისცემს საშუალებას, ახალი სესხების აღების შემთხვევაში ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკები და ბიზნესი იყოს გარანტირებული იმაში, რომ კომპანიები შეძლებენ თავისი სესხების მომსახურებას”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 ცქიტიშვილის განცხადებით, იმ ადამიანების რაოდენობის შემცირებით, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის, შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენმა პირმა ვერ შეძლო ამ ხნის განმავლობაში ხელფასის აღება.

 „მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახურში აღირიცხება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ირიცხება თითოეულ ადამიანზე, რომელსაც აქვს ხელფასი და ასეთი სახის გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის შემცირებით ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა არ ან ვერ მიიღო ხელფასი. ამის შემდეგ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რა მოცულობის თანხა იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად. შემდეგ შევძლებთ ამ პაკეტის გაჟღერებას და პროგნოზის გაკეთებას. ამიტომ არ ვსაუბრობთ, ვის უნდა მიმართოს ასეთმა ადამიანმა. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შევაფასოთ, რა რაოდენობის ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და შევძლებთ შეფასებას, თუ რა ფინანსური რესურსი უნდა გამოვყოთ ამ მიზნებისთვის და თითოეული ადაიანისთვის რა სახის კომპენსაცია შეგვიძლია განვსაზღვროთ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати