USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
მაია ცქიტიშვილი - ჩვენ უკვე ვემზადებით, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ
дата:  978

ჩვენ უკვე ვემზადებით, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრის თქმით, ახალი ინტერესთა გამოხატვის შედეგად შეირჩევა ინვესტორი, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი და გამოცდილება ექნება.

„ამ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვის პირობებზე ვმუშაობთ. წინა ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს იყო გამოცხადებული, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ბანკებთან, რომლებიც შესაძლოა, მომავალშიც მოიაზრებოდნენ ანაკლიის პროექტის დამფინანსებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати