USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
მაია ბითაძემ ტყის რესურსების უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე შეხვედრა გამართა
Date:  

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან, ნინო თანდილაშვილთან და აპოლონ კაკაბაძესთან ერთად ტყის რესურსების უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრების საკითხზე შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხე-ტყის უკანონო მოჭრის ფაქტის დაფიქსირებისას პასუხისმგებლობის გამკაცრების საკითხებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც გულისხმობს მონიტორინგის აღრიცხვისა და ვერიფიკაციის სისტემის შექმნას (MRV).

აღნიშნული სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) შეთანხმების ფარგლებში არსებული ვალდებულებაა, რომელიც ემისიებით ვაჭრობისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way