USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
მაია ბითაძემ განმარტა, რატომ არ იხსნება ელიავას ბაზრობა
Date:  1046
თბილსის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, დღეს თბილსის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ იხსნება ელიავას ბაზრობა.
 
„ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით დაახლოებით თვე-თვენახევრის წინ მერი შეხვდა ყველა მეპატრონეს, მათ შევთავაზეთ განვითარების კარგი მოდელი, რომლის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება პრობლემა, რომელიც ელიავას ბაზრობის ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, დასაქმებულ ადამიანთა შრომის უსაფრთხოების წესებს ეხება“, - განაცხდა ბითაძემ.
 
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი თავად მოამზადებს განაშენიანების რეგულირების გეგმას აღნიშნული ტერიტორიისთვის.
 
„მუნიციპალიტეტი თვითონ გეგმავს განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების მომზადებას აღნიშნულ ტერიტორიისთვის, ისევე, როგორც ეს არის ნაკარნახევი გენერალური გეგმის მხრიდან. თითოეულმა მესაკუთრემ გამოთქვა თანხმობა, მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ შემუშავებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტში. შესაბამისად, კიდევ უსვამს ეს ხაზს, რომ იქ დასაქმებულ ადამიანებს, მათ შრომას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით, ჩვენი მთავარი მიზანია, ეკოლოგიურად და შრომის უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მეუწესრიგებელი ტერიტორია ქალაქის გულში ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს. ეს ასეც მოხდება“, - აღნიშნა ბითაძემ.
 
 
tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way