USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
მაია ბითაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოს მსგავსი მოწყვლადი ქვეყნისთვის
თარიღი:  957

რაჭაში ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია, პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე განაცხადა.

მისი თქმით, ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც არის ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა.

„ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც ახლობლები დაკარგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ვინც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, გამოჩნდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. დღეს დილიდან როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, ტერიტორია მოინახულეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია. ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ასევე იყო ღვარცოფი, მყინვარწვერების დნობა და მეწყერი. დაახლოებით ორი კილომეტრამდე ტერიტორია ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასით არის დაფარული. ყველამ მოვლენამ ის საგანგაშო მდგომარეობა შექმნა, რასაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა აქტიურად ებრძვის. ვინც გუშინ მთელი დღე ცდილობდა, რომ ეს უდიდესი უბედურება რაღაც პოლიტიკურ აქტივად გადაექცია, არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში. გიორგი ვაშაძეა ის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოს მსგავსი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რათა დააკვირდეს, როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს“, – განაცხადა ბითაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის