USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
მაია ბითაძე - არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება
თარიღი:  494

დერეგულაცია არ არის ის გზა, რომელიც აირჩია განვითარებულმა მსოფლიომ. ანარქიაში და ქაოსში ქალაქები ვერ ვითარდებიან, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ანარქიულად ქალაქმშენებლობა არ შეიძლება.

„სახელმწიფოს ჩარევა ქალაქდაგეგმარებაში აუცილებელია. არ შეილება მშენებლობის ნებართვის გამარტივება. ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და თვალსაჩინოა რა მდგომარეობაა ამ ორ ქალაქში", - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ქალაქების განაშენიანება, გენერალური გეგმების მიხედვით უნდა ხდებოდეს და დაუშვებელია ხალხმა გადაწყვიტოს რა უნდა აშენდეს.

„ამისთვის არსებობს ზონალობა და ამისთვის არსებობს თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა", - აღნიშნა ბითაძემ.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ყველა დეპუტატი, რომელიც კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, მხარს არ დაუჭერს 100 ათასი თბილისელისთვის საკუთრების უფლების რეალიზებას.მან მადლობა გადაუხადა ყველას კანონპროექტის მხარდაჭერისთვის და წარმატება უსურვა მუნიციპალიტეტს და ეკონომიკური სამინისტროს ტექნიკურ ზედამხედველობას, რადგან მომდევნო ორი წლის განმავლობაში მათ ძალიან მძიმე სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი.

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის