USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულებს შორის 3 ბავშვი
Date:  3592

დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია, დაშავებულებს შორის კი -13.

აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way