USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
„მაგთიკომი“: კახა ბექაური სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარს აკარგვინებს და ამავდროულად საქართველოს სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების მუხრუჭია
Date:  

„მაგთიკომი“ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარს აკარგვინებს.

„ბატონი კახა ბექაური სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარს აკარგვინებს და ამავდროულად საქართველოს სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების მუხრუჭია. კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაურის 7 წლიანი „მოღვაწეობა“ (კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა 2017 წელს, მანამდე წევრად - 2014 წელს) ნათელი დადასტურებაა, როგორ არ უნდა იმართებოდეს კოლეგიური მარეგულირებელი ორგანო. ნებისმიერი ქმედება, რასაც ახორციელებს კომისია ბატონი კახა ბექაურის თავმჯდომარეობით არის - არათანმიმდევრული, დარგისათვის დამაზიანებელი და ბარიერების შემქმნელი - პრობლემების გადაჭრის ნაცვლად ხელოვნურად ქმნის ახალ-ახალ დაბრკოლებებს. ამ ყველაფრის უკან ძირითადად დგას კომისიის თავმჯდომარის არაკომპეტენტურობა, პიროვნული ანგარიშსწორება, არაჯანსაღი ამბიციები და მასზე მორგებული შეუზღუდავი უფლებამოსილება, რაც საბოლოო ჯამში კომისიას აყალიბებს მკვეთრად ნეგატიური გავლენის მქონე სუბიექტად.

კანონმდებლობით კომისიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა სიხშირული რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. კომისია ამ ფუნქციასაც ვერ ასრულებს. 2017 წლიდან დღემდე - კახა ბექაურის კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მხოლოდ ორჯერ გაიყიდა მობილური მომსახურებისთვის განკუთვნილი ძირითადი ლიცენზიები. კომისიის არაკომპეტენტურობა გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ არსებული სიხშირეების ნაწილი, კომისიის მიერ გაცემულია ტექნიკურად არათანმიმდევრულად, რაც ხელს უშლის გასაცემი სიხშირის სრულად და სრულყოფილად გამოყენებას.

„მაგთიკომმა“ 2021 წლის 29 ივლისს მოსთხოვა კომისიას აუქციონზე გამოეტანა 800 მჰც სიხშირე, რომლის შეძენის შემთხვევაში კომპანია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა 4G მომსახურების შესაძლებლობებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლის სახით მილიონობით ლარს მიიღებდა. თავის მხრივ, მოთხოვნა განპირობებული იყო ინტერნეტ ტრაფიკის მნიშვნელოვანი ზრდით. „მაგთიკომის“ მოთხოვნაზე კომისიამ განმარტა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავდა 5G მომსახურებისთვის საჭირო სიხშირეების აუქციონის გამოცხადებას და ამ აუქციონზე იქნებოდა ხელმისაწვდომი 800 მჰც სიხშირული ზოლიც. კომისიისთვის „უახლოესი მომავალი“ დადგა 2 წლის შემდეგ. აუქციონზე გამოიტანა სიხშირეები არაგონივრული სალიცენზიო ვალდებულებებით, დაარღვია კანონით გათვალისწინებული ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი. აღსანიშნავია, რომ აუქციონში მონაწილე ოპერატორებისათვის უცნობი იყო კონკრეტულად სიხშირეების რომელ სპექტრს ყიდულობდნენ. თანაც, 4G და 5G ქსელის ასაგებად სიხშირეები კომისიამ იმ ფორმით გამოიტანა, რაც აიძულებდა ოპერატორებს შეეძინათ სიხშირე MVNO-ს იძულებითი (სავალდებულო) დაშვების სალიცენზიო ვალდებულებით (ისევე, როგორც საბჭოთა რეალობაში, ამა თუ იმ კლასიკოსის ტომეულების შეძენისას, გავალდებულებდნენ მარქს, ენგელს, ლენინის ტომეულებიც შეგეძინა). კომისიის თავმჯდომარის მიერ MVNO-ს იძულებითი დანერგვის მცდელობა ხომ არ არის მისი არაბუნებრივი ინტერესის შედეგი? (!!!) საბოლოოდ რა მივიღეთ? - ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა უარი თქვა აუქციონში მონაწილეობაზე და სახელმწიფო ბიუჯეტმა მხოლოდ ამ კონკრეტულ მაგალითზე ვერ მიიღო ათეულობით მილიონი ლარი. თავის მხრივ, „მზრუნველი“ კომისიის ახირების გამო მილიონობით აბონენტი ვერ იღებს თანამედროვე ტექნოლოგიურ სიკეთეებს, მნიშვნელოვნად ფერხდება მობილური მომსახურების განვითარების პროცესი, სოლიდური ინვესტიციების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შედეგად ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა. ამით კი ხელი ეშლება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way