USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
მაღალი სმოგის გამო მილანის ხელისუფლება, ქალაქის ფარგლებში, კვირა დღეს, ავტომობილების გადაადგილებას კრძალავს
თარიღი:  941

მილანი (AFP) - მაღალი სმოგის გამო მილანის ხელისუფლება, ქალაქის ფარგლებში, კვირა დღეს, ავტომობილების გადაადგილებას კრძალავს. ღონისძიება მიმართულია დაბინძურების მაღალი დონის პრობლემის გადასაჭრელად. ამასთან ერთად ხელისუფლება სხვა ახალი ზომების  მიღებასაც აპირებს,როგორიცაა მაგალითად, ავტობუსის გაჩერებებზე მოწევის აკრძალვა.

მსგავსი ღონისძიება  არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იტალიის ეკონომიკური დედაქალაქი აწესებს სხვადასხვა შეზღუდვებს ქალაქის ფარგლებში, თუმცა ზოგიერთი მსგავსი ქმედებების მიმართ სკეპტიციზმით არის გამსჭვალული. გარემოსდაცვითი რეგიონალური მრჩეველი რაფაელე კატანეო მილანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას  "დემაგოგიას მწვანე სოუსით" უწოდებს.

თავად მილანის მერმა, ბეპე სალაც ადასტურებს, რომ მსგავსი ღონისძიება გრძელვადიან პერიოდში არ წყვეტს ქალაქის დაბინძურების პრობლემას, ხოლო დაბინძურების მთავრ წყაროდ ავტომობილების გამონაბოლქვი და გათბობის სისტემები მიაჩნია.

ევროპის აუდიტორთა სასამართლოს დაკვნაში, რომელიც 2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ  ავტომობილები ქალაქის ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროა და ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ზომა  იქნება მათი გამოყენების შეზღუდვა ქალაქის ფარგლებში.

კვირაობით იტალიის ეკონომიკური დედაქალაქის მცხოვრებლებს და მის სტუმრებს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე მოუწევთ ისარგებლონ მხოლოდ ველოსიპედით, ელექტრო სკუტერით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თუმც ავტომობილებით მოძრაობა დაშვებული იქნება ზოგიერთ ქუჩებზე, რათა ფეხბურთის გულშემატკივრებმა შეძლონ სტადიონ სან-სიროსთან მისვლა, სადაც კვირას მილანი ვერონას საფეხბურთო მატჩი უნდა გაიმართოს.

უფრო ადრე, ამ თვის დასაწყისში, სალა გამოვიდა ინიციატივით, აკრძალული ყოფილიყო თამბაქოს მოწევა ავტობუსის და ტრამვაის გაჩერებებზე, რაც უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რათა 2030 წლის ბოლოსთვის აიკრძალოს მოწევა ღია სივრცეებში.

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის