USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
მაჭავარიანი: კომპენსაციას მიიღებენ ისინიც, ვისაც დამსაქმებელმა ხელფასი შეუწყვიტა, მაგრამ უხდიდა დაზღვევის პაკეტს
Date:  825
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, კომპენსაციას მიიღებენ ისინიც, ვისაც დამსაქმებელმა ხელფასი შეუწყვიტა, მაგრამ უხდიდა დაზღვევის პაკეტს.
 
 
"თუ ხელფასი შეუწყვიტა და ჯანმრთელობის დაზღვევას უხდიდა, თუ დაგვიდასტურა [რომ მუშაობდა], ჩვენ ვაძლევთ კომპენსაციას. მაგრამ თუ ხელფასის ნაწილის ურიცხავს, ეს ჩვეულებრივი გადაწყობაა და მათ შორის ურთიერთობაა, ამ შემთხვევაში კომპენსაციას არ ვუხდით", — განაცხადა მაჭავარიანმა.
 
მანვე აღნიშნა, რომ დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე კომპენსაციას ვერ გასცემენ, რადგან თავად გამოძიებას ვერ ჩაატარებენ, მუშაობდა თუ არა კონკრეტული პირი ძიძად ან მომღერლად.
 
 
"სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ, უძლურები ვართ. თქვენ მობრძანდით და ამბობთ, რომ ამ საქმიანობას ეწეოდით, რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ. ჩვენ ხომ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ: იყავით მართლა ძიძა, არ იყავით მართლა ძიძა.
 
ეს ხომ საჯარო ფულია, გადასახადის გადამხდელის ფულია, ამიტომ რაღაც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის დახარჯვას. როგორც მოგვეპრიანება, ეგრე არ არის, რომ თქვენ მობრძანდით, მე დაგიჯერებთ, რომ ამას შვებოდით. შეიძლება, მღეროდით ყოველ საღამოს რესტორანში, მაგრამ თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ისე ვარიგოთ ფული?" — განაცხადა მაჭავარიანმა.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობამ გადაწყვიტა კომპენსაცია ჩაურიცხოს მათ, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა. კერძოდ, თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, თუ დაადასტურებენ, რომ მათ შემოსავალი ჰქონდათ. ხოლო დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლას, 6 თვის განმავლობაში 200 ლარს მიიღებენ.
tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way