USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ლუკაშენკო: რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა
თარიღი:  451

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის უმეტესი ნაწილი უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა.

„რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, მათი უმეტესობა უკვე ჩამოტანილია ბელარუსში, არ ვიტყვი რამდენი“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ უარყო, რომ „ვაგნერის“ ძალები იცავენ რუსეთის ტაქტიკურ ბირთვულ იასრაღს.

„რუსები და ბელარუსები იცავენ. ეს ჩვენი ამოცანაა“, - განაცხადა მან.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის