ბელორუსმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვალერი ცეპკალოს განცხადებით ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ლუკაშენკო პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება“, - განაცხადა ცეპკალომ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.