USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ლუკაშენკო - ჩვენს გარეშე "ვაგნერელები" ძლიერად დაარტყამდნენ ჟეშუვსა და ვარშავას. ამიტომ ჩემს მიმართ საყვედურები არაა საჭირო, მადლობა მითხრან
თარიღი:  

ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებას ავრცელებს.

ლუკაშენკომ “იხუმრა” პოლონეთზე “ვაგნერის” დაჯგუფების თავდასხმის გეგმებთან დაკავშირებით. 

“ვიხუმრე, რომ “ვაგნერელები” ერთმანეთში ჩურჩულებენ: ჟეშუვში ექსკურსიაზე წავიდეთო. რატომ? იმიტომ რომ ტექნიკა და შეიარაღება ჟეშუვიდან მიდიოდა იქ, ბახმუტთან, სადაც ეს “ვაგნერელები” იბრძოდნენ. ათასობით ეს ბიჭი მოკვდა იქ და ამას არ აპატიებენ”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, პოლონეთის მთავრობამ მას მადლობა უნდა უთხრას იმისთვის, რომ “ეს მებრძოლები ჩვენთან დავპატიჟეთ.”

მან არ დააკონკრეტა “ვაგნერის” დაჯგუფების რამდენი მებრძოლი იმყოფება ბელარუსის ტერიტორიაზე, მაგრამ მისი თქმით, მთლიანობაში “ვაგნერში” 30 000 მებრძოლი ირიცხება.

“ილოცონ, რომ ჩვენთან გვყავს ისინი, კიდევ როგორღაც უზრუნველვყოფთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს გარეშე ისინი იქ გააღწევდნენ და ძლიერად დაარტყამდნენ ჟეშუვსა და ვარშავას. ამიტომ ჩემს მიმართ საყვედურები არაა საჭირო, მადლობა მითხრან” - განაცხადა ლუკაშენკომ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის