ბელარუსი აკეთებდა და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი არ იყოს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა Associated Press -თან ინტერვიუში განაცხადა.„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ომი. ჩვენ ვაკეთებდით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ომი არ იყოს“ , - განაცხადა ლუკაშენკომ.
მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ბელარუსის დამსახურებით დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის.
„მე ვიცი რუსეთის პოზიცია. ვიცი, რა არის რუსეთის შეთავაზება უკრაინისადმი. მაგრამ უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც მიდის ფაქტობრივად ომი, საბრძოლო მოქმედებები, იღუპებიან ადამიანები, არ არის დაინტერესებული ამ მოლაპარაკებებით - ისმის კითხვა, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის პოვნა შესაძლებელია ვაშინგტონში“ , - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.