ბელარუსში მაქსიმუმ 10 „ორეშნიკი“ განთავსდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
კითხვაზე, ბელარუსში „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტის რამდენი სისტემის განთავსება იგეგმება, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ 10.
„10 - ეს მაქსიმუმი იქნება“, - უპასუხა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში „ორეშნიკის“ სისტემა უკვე სამხედრო მზადყოფნის რეჟიმშია.