USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
ლუკა მოციქულის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი და მიტრიოტიცას მონასტერი კუნძულ კორფუზე
дата:  3725

12 დეკემბერია, გარშემო ყველაფერი ყვავის, ბალახი ხასხასა მწვანეა, ზეთისხილი დაბინავებული, კორფუზე გაზაფხულია.

ქართველ მომლოცველთა ჯგუფი მივემგზავრებით მიტრიოტიცას მონასტერში. ჯგუფის რამდენიმე წევრი კორფუზე უკვე მეოცედაა, მაგრამ ამ მონასტერში არასდროს ყოფილა.Მონასტრის შესახებ ინტერნეტში  ინფორმაციაც მწირია.

გზად გაგვაფრთხილეს, რომ ნახევარი საათი ფეხით მოგვიწევდა გავლა. Ავტობუსი სოფელში დავტოვეთ და Გავუდექით გზას, ჯერ სოფლის სახლებს შორის, შემდეგ ტყეში, ბოლოს სანაპიროც გამოჩნდა.

მონასტრის ირგვლივ სანაპიროს პლიაჟები კორფუზე საუკეთესოდ ითვლება. Ზღვა თბილია, ერთ ადგილზე ცურავდნენ კიდეც.

ფეხით იმდენი ვიარეთ, ყველა თემის განხილვა მოვასწარით. რა თქმა უნდა, ყველანი იმ მოვლენებზე ღელავს, რაც თბილისში დავტოვეთ.

ბოლო აღმართიც ავიარეთ  და მივადექით მონასტერს, შემოსაზღვრულს ერთი მხრიდან ზღვით, სამი მხრიდან კი კლდოვანი მთებით.

მიტრიოტიცას აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. Გადმოცემის მიხედვით, მონასტრის ისტორია მე - 16 საუკუნეში დაიწყო. Სპარსეთის მეფის ერთადერთი ვაჟი მამამ ევროპაში მიავლინა. Ვენეციაში ყოფნის შემდეგ, ის მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის მოხვდა, ჯერ ქრისტიანობა მიიღო - მოინათლა დანიელად, შემდეგ მღვდლად აკურთხეს.

როდესაც დანიელი შეიტყობს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეულის შესახებ, ის კორფუზე გაემგზავრება.

დანიელმა გამოცხადებით შეიტყო, რომ უნდა წასულიყო კონდრაკასში, სადაც მიტრის ბუჩქებს შორის იპოვნიდა ღვთისმშობლის ხატს და ამ  ადგილზე ააგებდა ეკლესიას.

როდესაც გაეღვიძა, იფიქრა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო, თუმცა რამდენიმე დღეში, საღამოს ლოცვის დასრულების შემდეგ გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც მკაცრად უთხრა : იჩქარე და აღასრულე ის, რაც ითქვა.

მონასტერი (1)

მამა დანიელმა ადგილობრივი გლეხების დახმარებით მიაგნო მთა ტრიალოსზე ადგილს, რომელსაც კონდრაკასი ერქვა, გამოქვაბულში კი იპოვნა ღვთისმშობლის უძველესი ხატი.

ასე გახდა ყოფილი მუსულმანი მიტრიოტისას მონასტრის დამაარსებელი.

მიტრიოტისას ღვთისმშობელი ლუკა მოციქულის მიერ დაწერილ ხატად  და უდიდეს სიწმინდედაა მიჩნეული.

ქართველ მომლოცველებს გვიმასპინძლა სხვა დანიელმა, მონასტერში ამჟამად მცხოვრებმა ერთადერთმა ბერმა და წინამძღვარმა.

მამა დანიელი დიუსელდორფში, ბერძენი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. Მან 12 წელი ბეთლემში, წმინდა მიწაზე გაატარა. Ფლობს 5 ენას.  Სამოსს თავად იკერავს, შეისწავლა ხატწერა, უვლის მონასტრის მეურნეობას, ჰყავს ბატები, ფარშევანგები, ვირი და პონი. Ისინი თავიანთი სიკვდოლით კვდებიან და საკვებად არ იყენებს შინაურ ფრინველს.

ყველა ბერმა , რომლებიც  მონასტერში მოღვაწეობდნენ, 100 და მეტ  წელს იცოცხლეს.

მამა დანიელმა გვაჩვენა ერთერთი წინამძღვრის საფლავი ტაძარში და გვითხრა, რომ თავადაც ამ ადგილას სურს დაიკრძალოს.

ავტორი: ესმა ონიანი

9f284e844f0153d5301f0c83e49d3a76

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати