USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ლუკა ლოჩოშვილი ფიფას Fair Play-ს ჯილდოს გამარჯვებული გახდა
дата:  778

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ფიფას 2022 წლის Fair Play-ს ჯილდოს გამარჯვებული გახდა.

2022 წლის თებერვალში, იმ დროს ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ვენის „აუსტრიასთან“ შეხვედრის დროს მეტოქე გუნდის ფეხბურთელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და სიკვდილს გადაარჩინა.

შეხვედრის 87-ე წუთზე „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელის, ნიკოლას ვერაშინგის მუხლი „აუსტრიას“ ნახევარმცველ გეორგ ტაიგლს თავში მოხვდა, რის შემდეგაც ის მინდორზე მოწყვეტით დაეცა.

შეჯახების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილი ტაიგლთან მივარდა და მისი ენა დაიჭირა, რათა შოკურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულიყო.

„მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ბოდიში, ვერ ვესწრები ცერემონიას ხვალინდელი მატჩის გამო. ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია. დიდი მადლობა ამ პატივისცემისთვის. მიხარია, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ გეორგის სიცოცხლე გადავარჩინე და ის ახლა კარგად გრძნობს თავს მის ოჯახთან ერთად. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას ცხოვრებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლუკა ლოჩოშვილმა.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати