USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Тбилиси
ლუკა დალაქიშვილი - პანდემიის მერე უფრო მეტად შევიყვარებთ ერთმანეთს /სტატია ციკლიდან - მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ/
дата:  1709

პროექტი „მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ“ - წარმოადგენს  საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტის“ მცდელობას შეიქმნას სტატიების და ინტერვიუების ციკლი, სადაც თავმოყრილი იქნება პოსტკორონასეულ ეპოქაში მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკის განვითარების, ახალი სოციალური ურთიერთობების, გარემოს დაცვის და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემების ირგვლივ საჯარო პირების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, მეცნიერების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ფუტუროლოგების და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების ხედვები, პროგნოზები და შეხედულებები.

ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, გაგვიზიაროს საკუთარი შეხედულებები. ასევე ხდება კითხვარის გაგზავნა შერჩეული რესპოდენტებისთვისაც. 

 

ლუკა დალაქიშვილი - პანდემიის მერე უფრო მეტად შევიყვარებთ ერთმანეთს

პროექტის კითხვებს პასუხობს ტელეკომპანია Setanta Sports Georgia კომენტატორი და GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სტუდენტი  ლუკა დალაქიშვილი

 

როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს - მას შემდეგ, რაც ვაქცინის გამოგონებისა და ფართოდ გავრცელების შედეგად ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის წინაშე დავდგებით? რა იქნება ეს ყბადაღებული ახალი  პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა?

დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ რთულია წინასწარ საუბარი თუ რა იქნება 2021 წელს, თუმცა ერთი ფაქტი, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს აბსოლიტურად განსხვავებულ რეალობაში მოუწევს ცხოვრება, ვთვლი რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დაიძაბება, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური, აგრეთვე უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან მოუწევს გამოსვლა ევროპასაც, ვიზიარებ იმ ეკონომიკის ექსპერტების აზრს, რომლებიც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის განმეორებას პროგნოზირებენ, სამწუხაროდ შედეგები შესაძლოა მეტად დრამატული იყოს.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განცხადება გააკეთა, რომ მსოფლიოს დროებითი გლობალური მმართველობა სჭირდება პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, იგივე განცხადებას აკეთებს გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი, ეკვადორის, იორდანიის, ეთიოპიის, სინგაპურის პირველ პირებთან ერთად. რეალურად რა მოვლენას ვაკვირდებით ახლა, შესაძლებელია მოხდეს გლობალური მთავრობის იდეის პედალირება?

 ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხულია, გლობალური მთავრობის პირობებში უკიდურესად გართულდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რაც საკმაოდ ღრმა კრიზისს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა გლობალურია, ვფიქრობთ ქვეყნებმა მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინონ და გამოწვევას ლოკალურად გაუმკლავდნენ.

ხელოვნური ინტელექტი, დისტანციური სწავლება, ბიზნესის დისტაციურად მართვა და სხვა მსგავსი დისტანციურ ონლაინ ქმედებები აღარ არის ხვალინდელი დღის წესრიგი. ეს უკვე დღეს ხდება. რამდენად შორს წავა მსოფლიო საზოგადოება ამ მიმართულებით?

ფაქტი ერთია, მსოფლიომ საკმაოდ მწყობრად შეხვდა ამ გამოწვევას და არაერთი კომპანია, როგორც მსოფლიოში აგრეთვე საქართველოში საკმაოდ ეფექტურად გადავიდა დისტანციურ-ონლაინ საქმიანობაზე. მე თავად სტუდენტი გახლავართ და საკმაოდ რთულად წარმომედგინა ონლაინ ლექციების პერსპექტივები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. კორონა ვირუსის დამარცხების შემდეგ არ არის გამორიცხული არაერთმა კომპანიამ თანამშრომლების გარკვეული ნაწილი სრულად ონლაინ სამუშაო გრაფიკზე გადაიწყვანოს.

პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ეს კომპლექსური პრობლემაა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველო დაცული იყოს ამ კუთხით ახალ პოსტკორონასეულ პერიოდში?

ვერ ვიტყვი რომ მარაგებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა, ერთადერთი რისი გამოყოფაც შეიძლება არის პირბადეები, რომლის ადგილობრივი წარმოებაც სახელმწიფომ უმალვე დაიწყო.

ვირუსის შემდეგ შექმილ ახალ მოცემულობაში როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი ზოგადად ამ „ახალ“ სამყაროში. გვაქვს თუ არა პოტენციალი და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შევქმნათ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მიმზიდველი გარემო  და ჩვენი რესურსების და ადგილმდებარეობის გამოყენებით გავხდეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი მსოფლიოს რუკაზე?

პირველ რიგში საქართველოს ექნება სერიოზული შესაძლებლობა გახდეს ტურისტული ეპიცენტრი, გამომდინარე კორონა ვირუსის წინაშე ბრძოლის შედეგებისა, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთსო მაჩვენებელი გვაქვს მსოფლიოში, ამას არაერთი სტატია და გამოხმაურება მოჰყვა ევროპის არაერთი წამყვანი გამოცემის მხრიდან. ვიმედოვნოდ რომ სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში არ გამძაფრდება და ამ შესაძლებლობას საკმაოდ ეფექტურად და მომგებიანად გამოვიყენებთ.

სულიერებას მოკლებული და მხოლოდ მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება დღეს გადის პანდემიის მძიმე პერიოდს, ისევ ისეთი იქნება ის პანდემიის შემდეგ თუ განიცდის ტრანსფორმაციას? როგორია თქვენი მოსაზრებები ამ კუთხით?

ჩემი აზრით ამ მხრივ არაფერი შეიცვლება, სულიერებას მოკლებული ადამიანები მაინც უკიდურესად მატერიალისტებად დარჩებიან.

ისევ მსოფლიო - როგორი იქნება ევროკავშირის მომავალი? როგორი იქნება უახლოესი მომავლის ფულის ერთეული? რა ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს? გახდება თუ არა უფრო ეფექტური გაერო?

საერთაშორისო ორგანიზაციებს მარტივი დღეები ნამდვლიად არ ელით, სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა ბრექსითი, აგრეთვე აქტიურად განიხილებოდა საბერძნეთის გასვლა ევროკავშირიდან, გამომდინარე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა. რაც შეეხება გაეროს, ეს ორგანიზაცია დიდად ეფექტიანობით არც კორონა ვირუსამდე გამოირჩოდა, ამ მხრივ ვეჭვობ რაიმე შეიცვალოს.

და ბოლოს  სულ ერთი წინადადებით - როგორი იქნება პოსტპანდემიული საქართველო და ქართველი?  

რატომღაც მგონია, რომ უფრო მეტად შევიყვარებთ ერთმანეთს. შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტურია ჩემი პროგნოზი, თუმცა არის გარკვეული მოვლენები რაც ქართველებს მუდმივად ერთ მუშტად გვაერთიანებს.

 

დიდი მადლობა ლუკას  პასუხების მოწოდებისთვის.

პატივისცემით, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტი“

პროექტის ანოტაცია და კითხვები იხილეთ ბმულზე:https://tbilisipost.ge/

спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати