USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ლუიზა ვინტონი: საქართველოს რეაგირებამ პანდემიაზე ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა და სამომავლოდ მოხდება მისი, როგორ საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა
дата:  679

გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ საქართველოს რეაგირებამ პანდემიაზე უდავოდ ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა და სამომავლოდ მოხდება მისი, როგორ საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.

„აქ, ისევე როგორც ყველგან მსოფლიოში, „კოვიდ-19“-მა გამოაშკარავა სისუსტეები და ეკონომიკური დისბალანსი. გაერო-ს განვითარების პროგრამა, მიესალმება საქართველოს ლიდერების მიდგომას, რომ უფრო საკმარისიზე მეტი გააკეთონ, რათა შექმნან ქვეყნის აღდგენის ისეთი გეგმა, რომელიც პოზიტიური ასპექტების გააძლიერებასა და ნეიტრალიზებას ისახავ მიზნად, რათა დაისახოს გზა უფრო მწვანე, სამართლიანი და ინკლუზიური მომავლისკენ“, – აცხადებს ლუიზა ვინტონი.

გაერო-ს განვითარების პროგრამამ კოვიდ-19-თან გამკლავების ახალი გეგმა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის 1 მილიონი დოლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხები საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების „კოვიდ-19“-ის შოკთან გამკლავებაში დახმარებისკენ იქნება მიმართული.

გაერო-ს ახალი გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების ეხმაურება და ქვეყნებს მოუწოდებს, ეკონომიკური ზარალისა და სოციალური სერვისები შეწყვეტის ფონზე, რომელიც ქვეყანის ჩაკეტვას მოჰყვა, უკან არავინ ჩამოიტოვონ, განსაკუთრებით კი სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფები. გაერო-ს ახალი ჩარჩო უბიძგებს ქვეყნებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და კრიზისის შემდეგ უფრო უფრო ძლიერები გახდნენ.

გაერო-ს განცხადებაში ნათქვამია: „პანდემიამ აჩვენა, რომ მსოფლიოს ტრადიციულმა ეკონომიკურმა მოდელებმა ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები და მათი შენარჩუნება მდგრადი ვერ იქნება. ახლა მთავარია, განვითარების უფრო მწვანე, უფრო სამართლიანი მიდგომები გავითავისოთ, რათა უზრუნველყოთ სრული სოციალური დაცვა და გარემოს საზღვრების პატივისცემა პლანეტის შესანარჩუნებლად”.

გაერო-ს სოციოალურ-ეკონომიკური აღდგენის გეგმის ახალი ჩარჩო ხუთი ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენი არის ჯანდაცვის სისტემებისა და სერვისების დაცვა; სოციალური დაცვის და აუცილებელი სერვისების მიწოდების გაფართეობა, რათა ადამიანებმა სირთულეებთან გამკლავება შეძლონ; სამსახურებისა და ბიზნესების დაცვა, მათ შორის, არაფორმალური სექტორებისაც; დაფინანსების, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ვაჭრობის ადაპტაცია, რათა კრიზისიდან გამოსვლა ყველამ მოახერხოს და, ასევე, სოციალური თანმიმდევრულობის წახალისება და თემის გამძლეობაში ინვესტირება.

მთავრობასა და დონორ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მოხდა გაერო-ს განვითარების ყოველწლიური პროგრამის დაფინანსების, 20 მილიონი დოლარის გადანაწილება პანდემიაზე რეაგირებისთვის. გაერო ჩართული არის მოწყვლადი ჯგუფებისა და მოშორებით მცხოვრები თემების „კოვიდ-19“-ის რისკებთან ინფორმირებაში. გაერო ასევე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასა და დევნილებს დამცავი აღჭურვილობით და მედიკამენდებით ეხმარება. გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა ბევრი აუცილებელი სერვისების ონლაინ გადატანა და სოფლებში სიცოცხლისუანირაობის შესანარჩუნებლად გრანტების გაცემა.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати