USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ლოურენს მერედიტი - საქართველოს პასუხი კრიზისზე იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, რაც კი გვინახავს მსოფლიოში
дата:  494

„კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, შესაძლოა, ჩვენ პირველები არ ვიყავით ადგილზე, როდესაც დახმარება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ პარტნიორობაში უმთავრესი არის მდგრადობა და არა პირველობა, – ამის შესახებ ევროკომისიაში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა, ლოურენს მერედიტმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლოურენს მერედიტმა აღნიშნა, საქართველომ წარმატებით გაართვა თავი „კოვიდ-19“-ის კრიზისს. ამასთან, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორი.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივულოცოთ საქართველოს, რომ „კოვიდ-19“-ის კრიზისს კარგად გაართვა თავი. საქართველოს პასუხი კრიზისზე იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პასუხი, რაც კი გვინახავს მსოფლიოში. მათ ძალიან მალე დახურეს საზღვრები, ძალიან ეფექტური კარანტინი ჰქონდათ და იყო გარდაცვალების ძალიან ცოტა შემთხვევა. რაც შეეხება ევროკავშირის დახმარებას „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, შესაძლოა, ჩვენ პირველები არ ვიყავით ადგილზე, როდესაც დახმარება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ პარტნიორობაში უმთავრესი არის მდგრადობა და არა პირველობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი მხარდაჭერის პროგრამის გადამისამართება და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს 80 მილიონი ევრო გამოეყოფა დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის და 883 მილიონ ევროს სოციალურ ეკონომიკური აღდგენისთვის. საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 180 მილიონი ევრო და ამ დახმარების მობილიზება უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ. ასე რომ, მჯერა, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორი. ჩვენ უკვე ვხედავთ თვალსაჩინო შედეგებსაც. დამცავი საშუალებები უკვე ადგილზეა. ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი და 75 მილიონი ევრო გამოიყოფა წლის განმავლობაში, რათა ამ კრიზისის სოციალურ ეკონომიკური შედეგები აღმოიფხვრას. სამწუხაროდ, ამ კრიზისმა მნიშვნელოვანად დაგვაზარალა. განსაკუთრებით საქართველო, რომელიც დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვმოქმედებთ და დახმარება გრძელდება“, – განაცხადა ლოურენს მერედიტმა.
Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати