„პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივულოცოთ საქართველოს, რომ „კოვიდ-19“-ის კრიზისს კარგად გაართვა თავი. საქართველოს პასუხი კრიზისზე იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პასუხი, რაც კი გვინახავს მსოფლიოში. მათ ძალიან მალე დახურეს საზღვრები, ძალიან ეფექტური კარანტინი ჰქონდათ და იყო გარდაცვალების ძალიან ცოტა შემთხვევა. რაც შეეხება ევროკავშირის დახმარებას „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, შესაძლოა, ჩვენ პირველები არ ვიყავით ადგილზე, როდესაც დახმარება იყო საჭირო, მაგრამ ჩვენ პარტნიორობაში უმთავრესი არის მდგრადობა და არა პირველობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი მხარდაჭერის პროგრამის გადამისამართება და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს 80 მილიონი ევრო გამოეყოფა დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის და 883 მილიონ ევროს სოციალურ ეკონომიკური აღდგენისთვის. საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 180 მილიონი ევრო და ამ დახმარების მობილიზება უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ. ასე რომ, მჯერა, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორი. ჩვენ უკვე ვხედავთ თვალსაჩინო შედეგებსაც. დამცავი საშუალებები უკვე ადგილზეა. ჩვენ მოვამზადეთ ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი და 75 მილიონი ევრო გამოიყოფა წლის განმავლობაში, რათა ამ კრიზისის სოციალურ ეკონომიკური შედეგები აღმოიფხვრას. სამწუხაროდ, ამ კრიზისმა მნიშვნელოვანად დაგვაზარალა. განსაკუთრებით საქართველო, რომელიც დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვმოქმედებთ და დახმარება გრძელდება“, – განაცხადა ლოურენს მერედიტმა.