ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
წლის საუკეთესო ფილმად (მიუზიკლი, ან კომედია) „ემილია პერესი“ დასახელდა, ნომინაციაში: წლის საუკეთესო დრამა „ბრუტალისტმა“ გაიმარჯვა.
„ოქროს გლობუსი“ დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ედრიენ ბროუდს გადასცეს ფილმ „ბრუტალისტში“ შესრულებული როლისთვის.
დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფერნანდა ტორესი დაჯილდოვდა ფილმში: „ჯერ კიდევ აქ ვარ“ შესრულებული როლისთვის.
მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობ ქალად დემი მური დასახელდა ფილმ „სუბსტანციაში“ განსახიერებული როლისთვის.
მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში კი სებასტიან სტენმა გაიმარჯვა ფილმში „განსხვავებული კაცი“ შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის „ბრუტალისტი“.
მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა ფილმ „ნამდვილ ტკივილში“ განსახიერებული როლისთვის, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა ფილმ „ემილია პერესში“ შესრულებული როლისთვის.
საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ ანიმაციურ ფილმს, „ნაკადს” გადაეცა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/