USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
ლორა თორნტონი - ისინი NDI-ის ესხმიან თავს, რათა საკუთარი სისუსტეები, დაუცველობა და კომპლექსები დაფარონ.“
Date:  1406

NDI-ის საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიმართ მთავობისა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების მიერ გამოთქმულ კრიტიკას საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინი საგრძნობლად დაეცა. მმართველი პარტიის წევრები და ლიდერები კი NDI-ის კვლევის შედეგებს არ იზიარებენ და ოპოზიციის ლობირებაში ადანაშუალებენ ორგანიზაციას.

„როგორც ვამბობდი, ძალზე არასწორი და შეცდომაში შემყვანია არჩევნებით შედეგების შედარება გამოკითხვის შედეგებზე. არჩევნები დაფუძნებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ხმებს აძლევენ, ხოლო გამოკითხვის თანახმად, შეგვიძლია სიტუაციის მიახლოებითი სურათი ვნახოთ სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვისას. NDI არ გახლავთ პარტია ან პარტიაზე მომუშავე ორგანიზაცია. ჩვენ არ ვიყენებთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიც არის გადაუწყვეტელი ადამიანების ალოკაცია და სხვა. ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ, რას ფიქრობს ყველა ადამიანი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, პოლიტიკოსები წავახალისოთ, ყველა მოქალაქის მიმართ იყვნენ პასუხისმგებლიანები, არა მხოლოდ ამომრჩევლების მიმართ . ყოველშემთხვევაში , ეს არ არის მნიშვნელოვანი არავისთვის- ისინი NDI-ის ესხმიან თავს, რათა საკუთარი სისუსტეები, დაუცველობა და კომპლექსები დაფარონ.“ ,- განაცხადა თორნტონმა ფეისბუქზე.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way