USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
Bloomberg: ნავთობის ახალი რუკა - როგორ გარდაქმნის ინდოეთი რუსულ ნავთობს დასავლეთისთვის განკუთვნილ საწვავად?
Date:  603

ინდოეთი ნავთობის გლობალურ ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ყიდულობს იაფ რუსულ ნავთობს და  მას ევროპისა და აშშ-ისთვის განკუთვნილ საწვავად გარდაქმნის. ასეა თუ ისე, ნიუ-დელის საზოგადოებისგან ნეგატიური შეფასება არ მიუღია, რადგან ის დასავლეთის ორმაგ მიზანს აღწევს.

Bloomberg-ის შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ენერგორესურსებიდან მოსკოვის შემოსავალი მცირდება და ნავთობის მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტით მიღებული შოკი ნელდება. რამდენადაც ევროპა სანქციებს ამკაცრებს, ინდოეთი მზარდ პოზიციას დაიკავებს მსოფლიო ნავთობის რუკაზე, რომელიც ვლადიმერ პუტინის ერთწლიანმა ომმა უკრაინაში სრულად გადაფარა.

„აშშ-ის ხაზინის ჩინოვნიკებს ორი ძირითადი მიზანი აქვთ: ბაზრის კარგად მომარაგება და რუსეთისთვის ნავთობის შემოსავლების განულება“, - განაცხადა ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსმა თანამშრომელმა, ბენ კეჰილმა. „მათ იციან, რომ ინდოეთისა და ჩინეთის გადამამუშავებელ ქარხნებს შეუძლიათ, გაიაფებული რუსული ნავთობის შეძენითა და საბაზრო ფასში მისი ექსპორტით  დიდი მოგება ნახონ. მათ ეს აწყობთ“, - დასძენს ის. 

გასულ თვეში, ინდოეთმა დაახლოებით 89 ათასი ბარელი ბენზინი და დიზელი გაგზავნა ნიუ-იორკში, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკურ კომპანია Kpler-ს ეკუთვნის. მოსალოდნელია, რომ აზიური ქვეყნების მნიშვნელობა უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც რუსული ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის ახალი სანქციები ამოქმედდება. ეს აკრძალვა ბაზრიდან დიზელის უზარმაზარ რაოდენობას მოხსნის, შესაბამისად, გაჩნდება უფრო მეტი მომხმარებელი, განსაკუთრებით ევროპაში და მიწოდების ხარვეზის შესავსებად, ისინი სულ უფრო ხშირად მიმართავენ აზიას. ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის რუსულ იაფ ნავთობს ინდოეთისთვის, რომელიც ნედლი ნავთობის მოთხოვნის დაახლოებით 85%-ის დასაკმაყოფილებლად იმპორტზეა დამოკიდებული. ქვეყნის გადამამუშავებელმა ქარხნებმა (მათ შორის - სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა დაწესებულებებმა), რომლებიც შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არიან პასუხისმგებელი, გასულ წელს ექსპორტი გაზარდეს, რათა მაღალი გლობალური ფასების მეშვეობით მეტი მოგება მიეღოთ. 

„ინდოეთი ნავთობპროდუქტების წმინდა ექსპორტიორია და მისი უმეტესი ნაწილი დასავლეთისკენ მიემართება შექმნილი დაძაბულობის შესამსუბუქებლად,“ - განაცხადა სინგაპურში არსებული სტრატეგიული ცენტრის - ING Groep NV ხელმძღვანელმა, უორენ პატერსონმა. „აშკარაა, რომ აღნიშნული პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული ნედლეულის მზარდი წილი რუსეთიდან მოდის,“- დასძენს ის.  ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ინდოეთი, სავარაუდოდ, არსებული წესების ფარგლებში მოქმედებს. როდესაც რუსული ნავთობი  საწვავად გადამუშავდება ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ინდოეთი, მზა პროდუქტი შეიძლება შევიდეს ევროკავშირში, რადგან ის რუსულად აღარ განიხილება. 

G7-ის ქვეყნებს სურთ, მაქსიმალურად შეამცირონ მოსკოვის შემოსავლები. თუმცა მათ ასევე აქვთ ინტერესი, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება შეინარჩუნონ, რათა მიწოდების გლობალური დეფიციტი თავიდან აიცილონ, - ამბობს შპს Vortexa-ს მთავარი ანალიტიკოსი აზიის მიმართულებით, სერენა ჰუანგი. კრემლის შემოსავლების შემცირებისა და ბაზარზე  ნავთობის შენარჩუნების მექანიზმის მთავარი ასპექტი იყო რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვა. აღნიშნული ინიციატივა აშშ-ს ეკუთვნის. ინდოეთს საჯაროდ არ განუმარტავს, იცავს თუ არა ქვეყანა შეზღუდვებს. თუმცა სანქციებმა OPEC+-ის ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარზე დაბლა დაწია. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ  დაწესებულია ფასის ზღვარი, რომელსაც ქვეყნები ითვალისწინებენ (მათ შორის - ინდოეთი) და მათ შეუძლიათ იხელმძღვანელონ ამ მაჩვენებლით, რათა ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობა შეინარჩუნონ და კრემლის შემოსავალი შეზღუდონ. 

„ინდოეთის მზადყოფნა, იყიდოს მეტი რუსული ნავთობი უფრო მეტი ფასდაკლებით, არის თავისებურება და არა - შეცდომა დასავლეთის ქვეყნების გეგმაში, რათა საკუთარი თავის დაზიანების გარეშე პუტინს ეკონომიკური ტკივილი მიაყენონ,“ - განაცხადა გლობალური კვლევების ცენტრის დამფუძნებელმა დირექტორმა, ჯეისონ ბორდოფმა. სხვადასხვა ქვეყნისა და კომპანიის ლიდერები და ოფიციალური პირები (მათ შორის - საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შეერთებული შტატები და აბუ დაბის ეროვნული ნავთობკომპანია) იკრიბებიან ბანგალორში, სამდღიან ენერგეტიკულ ფორუმზე, რომელსაც ინდოეთის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სამინისტრო მასპინძლობს.

წყარო:imedinews.ge

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way