ინდოეთი ნავთობის გლობალურ ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის ყიდულობს იაფ რუსულ ნავთობს და მას ევროპისა და აშშ-ისთვის განკუთვნილ საწვავად გარდაქმნის. ასეა თუ ისე, ნიუ-დელის საზოგადოებისგან ნეგატიური შეფასება არ მიუღია, რადგან ის დასავლეთის ორმაგ მიზანს აღწევს.
Bloomberg-ის შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ენერგორესურსებიდან მოსკოვის შემოსავალი მცირდება და ნავთობის მიწოდების ჯაჭვის გაწყვეტით მიღებული შოკი ნელდება. რამდენადაც ევროპა სანქციებს ამკაცრებს, ინდოეთი მზარდ პოზიციას დაიკავებს მსოფლიო ნავთობის რუკაზე, რომელიც ვლადიმერ პუტინის ერთწლიანმა ომმა უკრაინაში სრულად გადაფარა.
„აშშ-ის ხაზინის ჩინოვნიკებს ორი ძირითადი მიზანი აქვთ: ბაზრის კარგად მომარაგება და რუსეთისთვის ნავთობის შემოსავლების განულება“, - განაცხადა ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსმა თანამშრომელმა, ბენ კეჰილმა. „მათ იციან, რომ ინდოეთისა და ჩინეთის გადამამუშავებელ ქარხნებს შეუძლიათ, გაიაფებული რუსული ნავთობის შეძენითა და საბაზრო ფასში მისი ექსპორტით დიდი მოგება ნახონ. მათ ეს აწყობთ“, - დასძენს ის.
გასულ თვეში, ინდოეთმა დაახლოებით 89 ათასი ბარელი ბენზინი და დიზელი გაგზავნა ნიუ-იორკში, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკურ კომპანია Kpler-ს ეკუთვნის. მოსალოდნელია, რომ აზიური ქვეყნების მნიშვნელობა უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც რუსული ნავთობის ექსპორტზე ევროკავშირის ახალი სანქციები ამოქმედდება. ეს აკრძალვა ბაზრიდან დიზელის უზარმაზარ რაოდენობას მოხსნის, შესაბამისად, გაჩნდება უფრო მეტი მომხმარებელი, განსაკუთრებით ევროპაში და მიწოდების ხარვეზის შესავსებად, ისინი სულ უფრო ხშირად მიმართავენ აზიას. ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის რუსულ იაფ ნავთობს ინდოეთისთვის, რომელიც ნედლი ნავთობის მოთხოვნის დაახლოებით 85%-ის დასაკმაყოფილებლად იმპორტზეა დამოკიდებული. ქვეყნის გადამამუშავებელმა ქარხნებმა (მათ შორის - სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა დაწესებულებებმა), რომლებიც შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არიან პასუხისმგებელი, გასულ წელს ექსპორტი გაზარდეს, რათა მაღალი გლობალური ფასების მეშვეობით მეტი მოგება მიეღოთ.
„ინდოეთი ნავთობპროდუქტების წმინდა ექსპორტიორია და მისი უმეტესი ნაწილი დასავლეთისკენ მიემართება შექმნილი დაძაბულობის შესამსუბუქებლად,“ - განაცხადა სინგაპურში არსებული სტრატეგიული ცენტრის - ING Groep NV ხელმძღვანელმა, უორენ პატერსონმა. „აშკარაა, რომ აღნიშნული პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული ნედლეულის მზარდი წილი რუსეთიდან მოდის,“- დასძენს ის. ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ინდოეთი, სავარაუდოდ, არსებული წესების ფარგლებში მოქმედებს. როდესაც რუსული ნავთობი საწვავად გადამუშავდება ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ინდოეთი, მზა პროდუქტი შეიძლება შევიდეს ევროკავშირში, რადგან ის რუსულად აღარ განიხილება.
G7-ის ქვეყნებს სურთ, მაქსიმალურად შეამცირონ მოსკოვის შემოსავლები. თუმცა მათ ასევე აქვთ ინტერესი, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება შეინარჩუნონ, რათა მიწოდების გლობალური დეფიციტი თავიდან აიცილონ, - ამბობს შპს Vortexa-ს მთავარი ანალიტიკოსი აზიის მიმართულებით, სერენა ჰუანგი. კრემლის შემოსავლების შემცირებისა და ბაზარზე ნავთობის შენარჩუნების მექანიზმის მთავარი ასპექტი იყო რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვა. აღნიშნული ინიციატივა აშშ-ს ეკუთვნის. ინდოეთს საჯაროდ არ განუმარტავს, იცავს თუ არა ქვეყანა შეზღუდვებს. თუმცა სანქციებმა OPEC+-ის ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარზე დაბლა დაწია. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ დაწესებულია ფასის ზღვარი, რომელსაც ქვეყნები ითვალისწინებენ (მათ შორის - ინდოეთი) და მათ შეუძლიათ იხელმძღვანელონ ამ მაჩვენებლით, რათა ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობა შეინარჩუნონ და კრემლის შემოსავალი შეზღუდონ.
„ინდოეთის მზადყოფნა, იყიდოს მეტი რუსული ნავთობი უფრო მეტი ფასდაკლებით, არის თავისებურება და არა - შეცდომა დასავლეთის ქვეყნების გეგმაში, რათა საკუთარი თავის დაზიანების გარეშე პუტინს ეკონომიკური ტკივილი მიაყენონ,“ - განაცხადა გლობალური კვლევების ცენტრის დამფუძნებელმა დირექტორმა, ჯეისონ ბორდოფმა. სხვადასხვა ქვეყნისა და კომპანიის ლიდერები და ოფიციალური პირები (მათ შორის - საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შეერთებული შტატები და აბუ დაბის ეროვნული ნავთობკომპანია) იკრიბებიან ბანგალორში, სამდღიან ენერგეტიკულ ფორუმზე, რომელსაც ინდოეთის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სამინისტრო მასპინძლობს.
წყარო:imedinews.ge
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.