USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Тбилиси
ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" და "თიბისის" აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
дата:  1142

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, მთლიანად რეგიონის ეკონომიკის მიმართ ნეგატიური მოლოდინები გაიზარდა, რაც კომპანიების აქციების ღირებულების კლებაში აისახა. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 10.78 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -19.79% წინა კვირასთან შედარებით და -25.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 828 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.62 - 13.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 134 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 9.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -21.31% წინა კვირასთან შედარებით და - 33.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 397 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.53 - 12.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 4.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -18.58% წინა კვირასთან შედარებით და -32.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1400 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 4.50 - 5.72 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 179 ათასი აქცია შეადგინა.

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати