USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Tbilisi
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა - გასული კვირის შედეგები
Date:  539

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონისთვის მხარდაჭერის შემდეგ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, რაც ინვესტორთა მხრიდან საქართველოს ეკონომიკასთან და ევროინტეგრაციის ტრაექტორიასთან მიმართებით გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდებოდა.

მართალია კვირის ბოლოს აქციებმა გარკვეულწილად ზრდა აჩვენა, თუმცა ერთკვირიან ჭრილში მათი ღირებულება საგრძნობლად არის შემცირებული.

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 16.19%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 49.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.03 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 20.52%-ით გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 13.33%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 26.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.46 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 6%-ით შემცირდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 13.04%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.14 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 472 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 5.96%-ით გაიზარდა.

წყარო: Galt & Taggart

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way