USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
თბილისი
ლონდონის საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ
თარიღი:  428

საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში საერთაშორისო კონგრესში MCE Congress მიიღო მონაწილეობა. 

საკონვენციო ბიურომ, Central and Easter Europe-ის ღონისძიებაზე, საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა. კონგრესის ფარგლებში,შეხვედრები შედგა დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვანი დანიშნულების მართვის ორგანიზაციების, სასტუმროების, სხვადასხვა ქვეყნის საკონვენციო ბიუროების, ტურიზმის საბჭოების, ავიაკომპანიებისა და შეხვედრების ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან. უცხოური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში მსხვილი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით.

საერთაშორისო კონგრესზე 80-მეტი კომპანია იყო წარმომადგენელი.  MCE Congress-ს 250-ზე მეტი საქმიანი ტურიზმის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის