USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
ლოიდ ოსტინი: უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის კონტექსტში რუსეთმა ტემპერატურა უნდა დაწიოს
дата:  776

აშშ რუსეთს მეტი გახსნილობისკენ და უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის კონტექსტში „ტემპერატურის დაწევისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სეულში, სამხრეთკორეელ კოლეგასთან, სო უკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ ვლადიმერ პუტინი უფრო გახსნილი იქნება და რუსეთის ხელისუფლება პრობლემების გადაწყვეტის და რეგიონში ტემპერატურის დაწევის კუთხით იმუშავებს. რუსეთს უკრაინის საზღვართან საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავს დისლოცირებული და ეს ისევ გვაშფოთებს. არ მსურს შესაძლო საპასუხო რეაქციაზე საუბარი. უბრალოდ ვიტყვი, რომ ვაგრძელებთ ისეთი მეთოდებით მუშაობას, რომელიც საუკეთესოა ნებისმიერი სიტუაციის დასარეგულირებლად“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

30 ნოემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ძვირად დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ შეშფოთებულია მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები დაგეგმა.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати