USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ლოიდ ოსტინი: პუტინს არ აქვს უფლება, უკრაინას მშვიდობის მისაღწევად რაიმე პირობა წაუყენოს
Date:  1233

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს არ აქვს უფლება, უკრაინას მშვიდობის მისაღწევად რაიმე პირობა წაუყენოს.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ უკრაინის ოთხი ოლქი, ხოლო კიევმა უნდა განაცხადოს, რომ ნატოში გაწევრიანებას არ გეგმავს.

„მას [პუტინს] არ შეუძლია უკარნახოს უკრაინას, რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად“, - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს შეუძლია დღესაც შეაჩეროს ომი, რომლის დროსაც მან დაკარგა ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე, თუ მას ეს სურს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way