USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ლოიდ ოსტინი: ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინისათვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ბრძოლის ველზე
Date:  549

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს უკრაინისათვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ბრძოლის ველზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ლოიდ ოსტინის თქმით, საჭიროა დრო იმისთვის, რომ უკრაინმა მიიღოს გამოყოფილი შესაძლებლობების ნაწილი.

„ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ [სამხედრო დახმარების] კრიტიკულ ელემენტებს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

„რთულია დროის უკან დაბრუნება, მაგრამ მე მივიჩნევ, რომ ამ დახმარების გარეშე უკრაინას ძალიან გაუჭირდებოდა თავის დაცვა რუსების უპირატესი ძალებისგან“, - განაცხადა მან.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way