USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ლოგოებში დამალული შეტყობინებები
дата:  5690

მსოფლიოში ცნობილი ბრენდები და მათი  ლოგოები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.თითქოს რაღა უნდა აღმოვაჩინოთ ახალი ისეთ საყოველთაოდ ცნობილ ლოგოში, როგორიც კოკა-კოლას ლოგოა.თუმცა ეს ასე არ არის.გთავაზობთ ლოგოებში დამალულ შეტყობინებებს,რომელიც შესაძლოა თქვენს ყურადღებას გამორჩა. 

 ამაზონი

ამერიკული კომპანია ამაზონი 1994 წელს ჯეფ ბეზოსმა დაარსა და დღესდღეობით მსოფლიოში უმსხვილესი ონლაინ მაღაზიაა.ლოგოს ქვეშ გავლებულია ისარი a-დან z-მდე,ლათინური ანბანის პირველიდან ბოლო ასოზე,რაც გვეუბნება ,რომ მათ საიტზე ყველანაირი დასახელების ნივთის ყიდვა შეგვიძლია.

 

ფედექსი

ფედექსი ამერიკული გადამზიდი კომპანიაა.ლოგოს თუ დააკვირდებით,შეამჩნევთ,რომ E-სა და x-ს შორის ისარია დამალული,რაც კომპანიის სისწრაფეზე და სიზუსტეზე მიგვანიშნებს.ამის შემდეგ ამ ლოგოს სხვანაირად ვეღარ შეხედავთ.

 

დომინოს პიცა

დომინოს პიცა ამერიკული პიცის რესტორნების ქსელია,რომელიც 1960 წელს დაარსეს დავიდ და ტომ მონაგანებმა.როდესაც მათ კომპანია გახსნეს, ისინი არ ელოდებოდნენ რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდნენ და გაფართოვდებოდნენ,ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ყოველი ახალი პიცერიის გახსნის შემდეგ ერთი წერტილი დაემატებინათ დომინოზე.თუმცა ცოტა ხანში კომპანიის სიდიდის გამო ამ იდეის განხორციელება  შეუძლებელი გახდა,რის გამოც მათ ლოგო ასევე დატოვეს.სამი წერტილი კი წარმოგვიდგენს თავდაპირველ სამ ლოკაციას.ამჟამად დომინოს პიცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 16000-მდე კვების ობიექტს ფლობს.

  

ბასკინ რობინსი

ბასკინ რობინსი მსოფლიოში ნაყინის მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა,რაზეც ისიც მეტყველებს,  რომ მათ 31 სხვადასხვა სახეობის ნაყინი აქვთ (მათ კლიენტს შეუძლია მთელი თვის განმავლობაში სხვადასხვა არომატის ნაყინი მიირთვას).ამაზე მინიშნება მათ ლოგოშიც გვხვდება.კომპანიის ინიციალების ერთი ნახევარი ლურჯად არის დაწერილი,მეორე კი ვარდისფრად.თუ შევაერთებთ ვარდისფერ ნაწილებს და დავაკვირდებით,მივიღებთ რიცხვ 31-ს.

 

ტობლერონი

ტობლერონი შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული ფირმაა,რომელიც სათავეს ქალაქ ბერნიდან იღებს.ბერნი ხშირად ასოცირდება დათვებთან,დათვი კომპანიის ლოგოშიც გვხვდება.დააკვირდით მთაზე თოვლით დაფარულ ადგილს და თქვენ დათვის კონტურს დაინახავთ.

 

 

  კოკა-კოლა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის -კოკა-კოლას სარეკლამო კამპანიები აგებულია კონცეფციაზე, რომ კოკა-კოლას დალევა ბედნიერებას იწვევს.კომპანიამ გადაწყვიტა ამაზე მინიშნება ჩაედოთ თავის ლოგოშიც.O-სა და L-ს შორის ბუნდოვნად ჩანს დანიის დროშა.კომპანიამ ეს ლოგო მას შემდეგ შეიმუშავა, რაც დანია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად აღიარეს. 

 

 

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати