USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Tbilisi
ლიტერატურული პრემია “საბა“: 2020 წლის გამარჯვებულთა სია
Date:  923

ლიტერატურული პრემია საბას 2020 წლის დაჯილდოვების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

გთავაზობთ გამარჯვებული ავტორების სიას:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

მაია ცირამუა – “მშვიდობით, ძია გერშვინ”(გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”)

წლის საუკეთესო ლიტერატურული პიესა

ალექს ჩიღვინაძე – “მარია რევია”

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

რამაზ ჭილაია – “პოეტიკური ჩანაწერები”(გამომცემლობა “პალიტრა L”)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

შორენა ლებანიძე – “თუ საჭიროა, გათქმევინებთ”(გამომცემლობა “არტანუჯი”)

პრემია ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებული წვლილისთვის 

ბათუ დანელია

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი

ელზა ახვლედიანი – მიგელ დე სერვანტესის “ალჟირელ მეკობრეთა ტყვე”(გამომცემლობა “არტანუჯი”)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

მამუკა დოლიძე – “გასეირნება დროთა სივრცეში”

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ტარიელ ჭანტურია – “სიყვარულის შავი ყუთი 3″(გამომცემლობა “კალმოსანი”)

ბესიკ ხარანაული – “დიდი სმა”(გამომცემლობა “ინტელექტი”)

წლის საუკეთესო რომანი

ბესო სოლომონაშვილი – “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა”(ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

tbilisi
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way