USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ლიონელ მესი კარიერას აშშ-ში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს
Date:  

არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ ესპანურ Sport-თან და Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარიერას MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. მესიმ ინტერვიუში „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებასა და ამ ტრანსფერის განუხორციელებლობის მიზეზებზეც ისაუბრა.

„ძალიან მინდოდა, რომ „ბარსელონაში“ დავბრუნებულიყავი, თუმცა მეორე მხრივ, აღარ მინდოდა იმ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, რომელიც ამ გუნდიდან წამოსვლისას გამოვიარე. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ პრესაში იწერებოდა იმის შესახებ, რომ „ბარსელონამ“ ლა ლიგასთან ყველა პრობლემა მოაგვარა, სინამდვილეში, კიდევ უამრავი საკითხი იყო გადასაჭრელი. როგორც გავიგე, მათ ფეხბურთელების გაყიდვა და ხელფასების დაკლება უწევდათ, რათა მე მივსულიყავი და არ მინდოდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვყოფილიყავი. უკვე ბევრ ისეთ რამეს მაბრალებენ, რისი ნაწილიც არ ვარ და ცოტა დავიღალე.

მინდოდა, რომ გადაწყვეტილება ჩემით მიმეღო და ამიტომაც, ჩემი „ბარსელონაში“ დაბრუნება აღარ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა, არ შემეძლო. „ინტერ მაიამიში“ ვითამაშებ. შემოთავაზება ბევრი ევროპული გუნდისგან მქონდა, თუმცა მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაში მსურდა.

უკვე კარიერის იმ ნაწილში ვარ, როდესაც მინდა ყურადღების ცენტრიდან გამოვიდე და დრო ოჯახს დავუთმო. 2 წლის განმავლობაში ოჯახთან მიმართებაში თავს ძალიან უკმაყოფილოდ ვგრძნობდი და ეს ძალიან არ მომწონდა. ფულში საქმე არასდროს ყოფილა. „ბარსელონას“ ჩემთვის ოფიციალური დოკუმენტაცია არ გამოუგზავნია და არც კონტრაქტზე გვისაუბრია. ეს ყველაფერი ფულის გამო არ გამიკეთებია, წინააღმდეგ შემთხვევაში, საუდის არაბეთში წავიდოდი.

ერთ დღეს ბარსელონაში აუცილებლად დავბრუნდები და იქ ვიცხოვრებ. თავს ყველაზე ბედნიერად მეც და ჩემი ოჯახიც სწორედ ამ ქალაქში ვგრძნობთ. ვაფასებ იმ სიყვარულს, რაც ამ წლების განმავლობაში განვიცადე და ძალიან მსურს, უკან დავბრუნდე“, - თქვა მესიმ.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way